Tuesday, April 21, 2015

„სუზუკი ბუსტერჯეტის“ პრემიერა შანჰაიში

Suzuki reveals 1.4L Boosterjet DI turbo petrol engine
21 აპრილი
„სუზუკიმ“ შანჰაის ავტო შოუზე თავისი უახლესი აგრეგატი, სერია ბუსტერჯეტის 1.4-ლიტრიანი ტურბო ძრავი წარადგინა. ეს არის ბენზინის ოთხცილინდრიანი აგრეგატი, რომელიც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემითაა აღჭურვილი. პრემიერის მიუხედავად, იაპონურ კომპანიას შანჰაიში თავისი ახალი ძრავის მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია.
ეს „სუზუკის“ უახლესი ბუსტერჯეტის ოჯახის მეორე ძრავია. პირველი იაპონურმა კომპანიამ ახლახანს, ჟენევის მოტორ შოუზე გაგვაცნო. ტურბო კომპრესორის და უშუალო შეფრქვევის სისტემების წყალობით, ძრავი მძლავრი და ძალიან ეკონომიურია. ამასთან, მისი გამონაბოლქვი მცირე რაოდენობით ნახშირორჟანგს აშეიცავს.
ახალ 1.4-ლიტრიან ტურბო ძრავს „სუზუკი“ პირველად ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილ ავტომობილებზე გამოიყენებს, შემდგომში კი ის გლობალურ ბაზარსაც ეწვევა. სავარაუდოდ, ეს მომავალ წელს მოხდება. რაც შეეხება 1.0-ლიტრიან აგრეგატს, ჟენევაში ის კონცეპტ iK-2-თან ერთად წარსდგა და მასთან ერთადვე შედგება მისი დებიუტი ევროპულ ბაზარზე.

No comments:

Post a Comment