Tuesday, April 21, 2015

„სუზუკი ვიტარას“ დებიუტი შანჰაიში

Suzuki Vitara – Auto Shanghai Live
21 აპრილი
„სუზუკიმ“ შანჰაის ავტო შოუზე თავისი უგზოობის უახლესი ავტომობილი „ვიტარაც“ წარადგინა. ამ ავტომობილის წარმოება უნგრულმა ქარხანამ უკვე დაიწყო. მალე კი ის ჩინეთის ბაზარზეც შევა. ახალი „ვიტარას“ მსოფლიო პრემიერა პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე გაიმართა, ამჯერად კი ის ცისქვეშეთშიც წარადგინეს. ახალი „ვიტარას“ დიზაინი,  კონცეპტუალური „iV-4-ის“ შთაგონებითაა შემუშავებული, რომელიც იაპონურმა კომპანიამ ფრანკფურტის 2013 წლის მოტორ შოუზე გაგვაცნო.
ოღონდ, სერიულ „ვიტარას“ იმ კონცეპტისგან განსხვავებული რადიატორის ცხაური აქვს. მას ორი ვერცხლისფერი ჰორიზონტალური ზოლი ამშვენებს, რომლებსაც შუაშიც, ექვსკუთხა ჩარჩოში ჩასმული, კომპანიის ლოგო ამშვენებს. რადატორის ქვემოთ რთული ფორმის ბამპერი განლაგდა, რადიატორის ორივე მხარეს კი მასში წინა ფარები სოლებივითაა შეჭრილი. ყველა ახალი „ვიტარა“ ორ ფერში შეიღებება.
ინტერიერში „სუზუკის“ საფირმო საჭის რგოლი, ახალი დიზაინის მაჩვენებლების დაფა დაგხვდებათ. ცენტრალური კონსოლის თავზე, სავენტილაციო რგოლებს შორის, მათივე ზომის საათი მოთავსდა. მათ ქვემოთ კი ინფოტაინმენტ სისტემის სენსორული ეკრანი განლაგდა.
„სუზუკიმ“ შანჰაიში ბენზინის 1.6-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი „ვიტარა“ წარადგინა. მისი სიმძლავრე 120 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 156 ნიუტონმეტრი. ძრავთან 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. ამასთან, მყიდველს 6-საფეხურიან ავტომატურ კოლოფსაც შესთავაზებენ. არჩევანშია ასევე წინა და სრულ ამძრავიანი ტრანსმისიები.

No comments:

Post a Comment