Thursday, February 5, 2015

„ბეემვე“ სარბოლო M6 GT3-ის ტესტირებას შეუდგა

BMW Rolls Out New M6 GT3 Racing Prototype
5 თებერვალი
„ბეემვემ“ თავის პოპულარულ კუპე M6-ის სარბოლო ვერსიის ტესტირება დაიწყო. ტესტები დინგოლფინგში, ბავარიული კომპანიის სატესტო ტრეკზე მიმდინარეობს. საჭესთან კი ცნობილი გერმანლი მრბოლი, იორგ მიულერი მართავს. ავტომობილი GT3 სარბოლო კატეგორიის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად არის მომზადებული. ავტომობილის სრული სახელია M6 GT3 და ის უკვე მოძველებულ Z4 GT3-ს მომავალი სეზონიდან ჩაანაცვლებს.
„ფანტასტიკური მომენტია, როცა გარაჟში ამ მშვენიერ მანქანას ხედავ. ძალიან ვამაყობ იმით, რომ ტრეკზე პირველი კილომეტრები ამ ავტომობილით მე გავიარე. საერთოდ, ტრეკზე პირველი გასვლა ბევრი არაფრის მთქმელი, ზოგადი ტესტია. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. პრობლემა არ შეგვქმნია. ძალიან მომეწონა ძრავი. ის ძალიან მძლავრია და სოლიდური მომენტი აქვს, რაც ამ ტიპის მანქანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, „ბეემვე მოტორშპორტი“ თავის კლიენტებს M6 GT3-ის სახით, ფანტასტიკურ სარბოლო ავტომობილს უმზადებს“, - განაცხადა მიულერმა.

„ბეემვე M6 GT3“ აღჭურვილია 4.4-ლიტრიანი წყვილ ტურბოკომპრესორიანი V8 ძრავით, რომლის სიმძლავრეც 500 ცხენის ძალაზე მეტია. მასთან წყვილში 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა სარბოლო კოლოფი მუშაობს. ავტომობილი 1300 კილოგრამზე მეტს იწონის. რა თქმა უნდა, ავტომობილის ყველა ელემენტი, FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) GT3-ის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნბს აკმაყოფილებს. მათ შორისაა უსაფრთხოების კარკასი, რომელიც უმაღლესი სტანდარტის მიხედვითაა დამზადებული.

No comments:

Post a Comment