Thursday, February 5, 2015

რაიკონენი: „ფერარის“ საუკეთესო დროები არაფერს ნიშნავს

Raikkonen: Ferrari’s top times “doesn’t mean much”
5 თებერვალი
ხერესის ტესტების ოთხი დღიდან, „ფერარიმ“ სამზე საუკეთესო დროები დააფიქსირა, ერთხელაც მისი ძრავით მოასპარეზე „ზაუბერი“ იყო ყველაზე სწრაფი. მაგრამ ამის მიუხედავად, იტალიურ კომპანიაში ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებენ. და მათი პილოტი კიმი რაიკონენიც თვლის, რომ ეს დროები ამ ეტაპზე „არაფერს ნიშნავს“.
„მაგრამ მთავარია, რომ ბევრი წრის გავლა შევძელით და ყველაფერი კარგად მუშაობს. რაიმე პრობლემაც კი არ შეგვქმნია და მთავარი სწორედ ესაა“, - ამბობს მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი და ჯერჯერობით, „ფერარის“ ბოლო ჩემპიონი, ვინც ხერესის ტესტების ოთხივე დღის საუკეთესო დრო დააფიქსირა.
გასული სეზონი რაიკონენისთვის წარუმატებელი გამოდგა - ის ვერაფრით მოერგო ავტომობილს, რომელიც კვალიფიკაციებისას მეტნაკლებად ავლენდა სისწრაფეს, მაგრამ რბოლებში აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანი იყო. და თუ ალონსო ასე თუ ისე ჩანს, მის ფონზე ფინელი პილოტი საერთოდ დაიკარგა. ამის მიზეზი კი მანქანის წინა ნაწილის თავისებურება იყო, რაც მართვის მის სტილს არ შეესაბამებოდა
მართალია, წინა საკიდარი იგივე კონსტრუქციისაა, მაგრამ როგორც კიმი ამბობს, SF-15T გაცილებით უკეთ შეეფერება მის სტილს: „გასულ სეზონთან შედარებით, მანქანა უკეთ მუშაობს. რა თქმა უნდა, სამუშაო ჯერაც ბევრი გვაქვს. მაგრამ ფაქტია, რომ ახლა გაცილებით უკეთეს სიტუაციაში ვართ, ვიდრე შარშან ამ დროს“, - დასძენს რაიკონენი.

No comments:

Post a Comment