Friday, December 19, 2014

„ფორდი“ უახლეს სისტემა SYNC 3-ს მერმისიდან დანერგავს

Ford SYNC 3 Infotainment System Coming Next Year
19 დეკემბერი
უკვე ერთი წელია, რაც ინფოტაინმენტ სისტემა SYNC-ის მეორე თაობა, „ფორდის“ და „ლინკოლნის“ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილების სტანდარტულ ეკიპირებაში შედის. ეს გამართული სისტემაა, რომლითაც ცისფერი ოვალი საფუძვლიანად ამაყობს, თუმცა მალე მას მესამე თაობის სისტემით შეცვლის, რომელიც „ბლექბერის“ საოპერაციო სისტემა QNX-ით მუშაობს.
„ფორდი“ აცხადებს, რომ ეს მეორე თაობის სისტემის ევოლუცური ვერსიაა, რომლის მთავარი თავისებურება, ახალი თაობის სენსორული ეკრანია, რომელიც უფრო სწრაფად და ხარისხიანად რეაგირებს მითითებებზე. გარდა ამისა, გამარტივებულია სისტემის მენიუ და ხმოვანი მართვის ფუნქცია.
სისტემა SYNC 3-ის მომხმარებლები ისეთივე მენიუთი ისარგებლებენ, როგორიც სმარტფონებს და ტაბლეტებს აქვს. მთავარ ეკრანზე მენიუს ის ელემენტებია გამოტანილი, რომლებითაც მომხმარებელი ყველაზე ხშირად სარგებლობს. ამასთან, მთავარ მენიუში სამი ძირითადი ზონაა - აუდიო, ნავიგაცია და ტელეფონი. გარდა ამისა, სისტემის მენიუს განაახლებაა შესაძლებელი, რისთვისაც ის უკაბელო ინტერნეტს იყენებს.
ახალი სისტემის შეთავაზებას „ფორდი“ მომავალი წლის ბოლოს დაიწყებს. 

No comments:

Post a Comment