Friday, December 19, 2014

„ჯენერალ მოტორსი“, „აუდი“ „იაგუარ ლენდ როვერი“ რუსეთში გაყიდვებს წყვეტენ

GM, Audi, Jaguar halt Russia sales on ruble's collapse
19 დეკემბერი
„ჯენერალ მოტორსმა“, „აუდიმ“ და „იაგუარ ლენდ როვერმა“ რუსეთში დროებით შეაჩერეს ავტომობილების გაყიდვები. მათი მენეჯერები თვლიან, რომ რუსეთში შექმნილი მძიმე ეკონომიკური კრიზისის და რუბლის კოლაპსის პირობებში, იქ ტაიმაუტის აღება სჯობს. რუსული რუბლის მყიდველუნარიანობა ივნისის შემდეგ 40 პროცენტით დაეცა და ეს 1998 წლის შემდეგ რუსეთის ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისია.
ბოლო კვირების განმავლობაში, რუსულ ბაზარზე განსაკუთრებული პოპულარობით „პორშეს“ ავტომობილები სარგებლობს. კრიზისით მოცული ქვეყნის შეძლებული მოქალაქეები, საკუთარი ფულადი სახსრების ასეთ ფასეულობაში დაბანდებას ცდილობს. მაგრამ დილერები ვერ ასწრებენ რუბლის უცხოურ ვალუტაში კონვერტაციას და თუ ამას ახერხებენ, გაცილებით მეტი რუბლის გადახდა უწევთ, რაც საბოლოო ჯამში, მათს საქმიანობას წამგებიანად აქცევს.
იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც გაყიდვები შეაჩერეს, პირველი „ჯენერალ მოტორსია“, რომლის წარმომდგენლობაშიც ვერ ამბობენ, თუ როდის შეძლებენ საქმიანობის განახლებას. მაგრამ ამერიკულ კომპანიას მოუწევს „შევროლეს“, „ოპელის“ და „კადილაკის“ ავტომობილებზე იმ შეკვეთების შესრულება, რომლებიც უკვე მიღებული აქვს.
გაყიდვები დღეს შეწყვიტა „იაგუარ ლენდ როვერმა“, მიზეზი იგივეა. ამ შემთხვევაშიც, გაყიდვების განახლებაზე ჯერ ვერაფერს ამბობენ. „აუდის“ და „ფოლკსვაგენის“ წარმომადგენლობაში კი ამბობენ, რომ გაყიდვები მაშინ განახლდება, როცა ავტომობილებს გადააფასებენ. სხვათა შორის, „აუდიმ“ კალუგის ქარხანაც გააჩერა და ეს არდადეგებად გააფორმა.
გაყიდვების გაჩერებას ჯერ არ აპირებს „ტოიოტა“, თუმცა იაპონური კომპანია ფასებს საგრძნობლად ასწევს. „ბეემვე“ კი უკვე წაგებას ანგარიშობს და ვარაუდობს, რომ რუბლის ფასის განახევრების შემთხვევაში, 100-150 მილიონ ევროს იზარალებს. კიდევ უფრო მეტი წაგების „პერსპექტივა“ აქვთ „დაიმლერს“, „რენოს“, „ჰიუნდაის“...

No comments:

Post a Comment