Monday, December 1, 2014

„სუზუკი“ 2017 წლამდე ექვს ახალ მოდელს გამოუშვებს

Suzuki plans six new models by 2017
1 დეკემბერი
„სუზუკი“ თავისი სამოდელო გამის სრულად განახლებას და ახალი ავტომობილებით მის შევსებას გეგმავს. და ამ ყველაფერს 2017 წლამდე აპირებს. ამ გეგმის შესაბამისად, იაპონური კომპანია ბაზარზე ექვს ახალ მოდელს გამოუშვებს. „სუზუკი“ თავის უახლეს საქალაქო ავტომობილ „სელერიოს“ ბრიტანეთის ბაზარზე თებერვალში შეიტანს, სადაც ბოლო ორ წელიწადში წლიური გაყიდვები, 20 000-დან 37 500-მდე გაზრადა.
მაგრამ იაპონური კომპანია ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს. ბრიტანეთში მისი მიზანი, ბაზრის 2 პროცენტის მოპოვებაა, რაც წლიურად 50 000 ავტომობილის გაყიდვას ნიშნავს. ამაში მას კიდევ ერთი ახალი ავტომობილი - უგზოობის სუბკომპაქტური „ვიტარა“ (ფოტოზე) დაეხმარება, რომლის წარმოებაც უნგრეთში მალე დაიწყება.
გეგმის შესაბამისად, „სუზუკი“ წელიწადში ორი ახალი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. 2017 წლამდე მის გამაში უნდა იყოს A-სეგმენტის ორი ავტომობილი, B- სეგმენტის ორი ავტომობილი და ორიც უგზოობის პატარა მოდელი. „სუზუკის“ ბრიტანული შტოს გაყიდვების და მარკეტინგის შეფ დეილ უიეტის თქმით, ექვსივე სრულიად ახალი ავტომობილი იქნება.
„სელერიო“ გლობალური მოდელია. მისი პრემიერა უკვე ჩატარდა ტაილანდში, ინდოეთში, ჩინეთსა და ინდონეზიაში, ანუ იმ ბაზრებზე, რომლებზეც იაპონური კომპანია ამ მოდელზე ყველაზე მეტ მოთხოვნას ელის. ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია ევროპელებს ჟენევაში წარუდგინეს. მას ეკონომიურობა და თავისი კლასისთვის ფართო სალონი გამოარჩევს. ას კილომეტრზე მხოლოდ 3.5 ლიტრ საწვავს მოიხმარს და ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 84 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
რაც შეეხება ახალ „ვიტარას“, მისი სერიული ვერსიის პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება, რის შემდეგაც მალე მას ევროპელ მყიდველს შესთავაზებენ. მისი წინასერიული ვერსია ახლახანს, პარიზის მოტორ შოუზე წარსდგა. მომავალი წლის სიახლეები იქნeბა B-სეგმენტის ჰეჩბეკი, რომელიც იმავე კლასის, ძალიან წარმატებულ „სვიფტთან“ ერთად გაიყიდება და A- სეგმენტის კიდევ ერთი ავტომობილი, რომელიც 4x4 შესაძლებლობებით იქნება გამორჩეული.
„სვიფტს“ 2016 წელს შეცვლიან. უფრო მეტიც, „სუზკი“ მის არაერთ ვერსიას შესთავაზებს მყიდველს, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული, ტემპერამენტიანი მოდიფიკაცია იქნება. ეს ავტომობილი სიმძლავრითაც და სისწრაფითაც „სვიფტ სპორტს“ დაჩრდილავს. დაბოლოს, ბაზარზე ახალი „ჯიმნიც“ გამოვა, რომელიც იაპონური კომპანიის გამაში 1970 წლიდანაა.

No comments:

Post a Comment