Sunday, November 30, 2014

„იაგუარ ლენდ როვერის“ ხმოვანი კონტროლის სისტემა

JLR speaks up for voice recognition
30 ნოემბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შუზე, „იაგუარ ლენდ როვერმა“ თავისი მორიგი ტექნოლოიგური სიახლე - სისტემა „ჯასტდრაივ“ წარადგინა. ბრიტანული კომპანიის განმარტებით, ეს სიახლე, სმარტფონის რამდნმე აპლიკაციას ერთ, მარტივ აპლიკაციაში უყრის თავს და მისი გააქტიურება ხმოვანი სიგნალითაა შესაძლებელი. ამ სისტემის შემუშავებაში, „იაგუარ ლენდ როვერს“ კალიფორნიული კომპანია „ქლუდქარი“ მონაწილეობდა. „ჯასტდრაივი“ კომპანია „ეპლის“ „აიფონთანაა“ თავსებადი. მოგვიანებით, ამავე სისტემის „ანდროიდთან“ თავსებადი ვერსიაც მომზადდება.

სისტემა „ჯასტდრაივში“ ინტეგრირებულია ისეთი აპლიკაციები და სერვისები, როგორებიცაა „სპოტიფაი“, „ტვიტერი“ „აიჰერტრეიდიო“ და „იელპი“. მათი დახმარებით, „იაგუარ ლენდ როვერის“ ავტომობილების მძღოლები უკეთ იქნებიან ინტეგრირებული სანავიგაციო ქსელთან, მედია და სოციალურ ქსელებთან, ხმოვან კონტროლთან და საინფორმაციო სერვისებთან. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მძღოლის ყურადღებას ნაკლებად გაფანტავს. „ჯასტდრაივი“ ერთ-ერთია იმ 17 აპლიკაციიდან, რომლებიც „იაგუარ ლენდ როვერის“ ავტომობილებზე, სისტემა „ინკონტროლის“ მეშვეობითაა ხელმისაწვდომი.
„ჩვენი მიზანი, არამხოლოდ ავტომობილის მართვისას მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაა, არამედ ისიც, რომ ამ აპლიკაციების გამოყენებისას, მათ მძღოლის ყურადღება ნაკლებად მიიქციონ. „ქლუდქართან“ ერთად, ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისათვის, რომ „ჯასტდრაივი“ მართვისთვის შესაფერისი ყოფილიყო. ხმოვანი კონტაქტის მართვის ძირითად საშალებად გამოყენებით, ასევე მარტივი და გასაგები სამომხმარებლო ინტერფეისით, ჩვენ შევძელით იმ ძირითადი ინფორმაციის ჩვენება, რომლებიც უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფს და მძღოლს საგზაო გარემოდან ყრადღების მოწყვეტას არ აიძულებს“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ კვლევისა და ტექნოლოგიების შტოს დირექტორი, დოქტორი ვოლფგანგ ეპლე.
„ჯასტდრაივის“ გამოყენების შემთხვევაში, საჭირო აღარაა აპლიკაციებს შორის სასურველის ძებნა და ამაზე ყურადღების გამახვილება. საკმარისია ერთ ღილაკზე თითის დაჭერა, რის შემდეგაც სასურველ აპლიკაციას სისტემასთან „დალაპარაკებით“ მიაგნებთ და ამ აპლიკაციასაც ხმით მართავთ. მაგალითად, გსურთ გზაზე არსებულ რესტორანში შევლა. მაშინ ეტყვით „ჯასტდრაივს“: „მიმიყვანე ლიბანურ რესტორანში, რომელიც ჩემს გზაზე მდებარეობს“. სისტემა ზუსტად აღიქვამს მიღებულ მითითებას, შევა მძღოლის ტელეფონის სისტემაში, შესაბამის აპლიკაციში მოძებნის მონაცემებს და სანავიგაციო სისტემის დახმარებით, რესტორნის გზას გიჩვენებთ. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამ დავალებას დაიმახსოვრებს და სხვა დროს მისი გამეორების შემთხვევაში, ტელეფონის აპლიკაციებში ქექვა აღარ მოუწევს.

No comments:

Post a Comment