Sunday, October 19, 2014

„ფორდი“ ევროპის ბაზარზე პლაგ-ინ ჰიბრიდებსაც შეიტანს

Ford Mulls Selling U.S.-Market Plug-In Hybrids In Europe
19 ოქტომბერი
ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფორდის“ ჰიბრიდული ავტომობილები პოპულარობით სარგებლობს. და მალე ამავე ავტომობილებს ამერიკული კომპანია ევროპაშიც შეიტანს. მართალია, ევროპაში ამ ტიპის ავტომობილები პოპულარობით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ ადრე თუ გვიან, სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება და „ფორდს“ სურს, რომ ტრენდის შეცვლას მყარი პოზიციით დახვდეს.
„ფორდი“ მალე ევროპაში უახლესი „მონდეოს“ გაყიდვას დაიწყეს და ევროპელებს მის ჰიბრიდულ ვერსიასაც შესთავაზებს. უფრო მეტიც, როგორც „ფორდ ოფ იუროპის“ წარმოების დაგეგმარების შტოს შეფი ული კიოსტერსი ამბობს, ამ ავტომობილის გამაში პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემაც შევა. მისი თქმით, ევრპა ამ ავტომობილისთვის მზად არაა, მაგრამ ეს ის მიმართულებაა, რომელსაც საწვავის მოხმარების რადიკალურად შემცირება შეუძლია.
ამასთან, ცისფერი ოვალი მუშაობს დევიზით - „ერთი ფორდი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მოდელი, გლობალური ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ამჟამად „ფორდი“ ამერიკის ბაზარზე ორ პლაგ-ინ ჰიბრიდულ მოდელს - „ფიუჟნ ენერჯის“ (ფოტოზე) და „C-მაქს ენერჯის“ ჰყიდს. ორივე ავტომობილის (ფიუჟნის ნაცვლად მონდეო) შიდაწვისძრავიანი ვერსია ევროპაშიც იყიდება და მათ ვალენსიაში (ესპანეთი) აწარმოებენ. თუმცა ჰიბრიდული ვერსიები ამერიკიდან შეაქვთ.
პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილების სეგმენტში „ფორდის“ გააქტიურება შესაძლოა „ფოლკსვაგენმა“ გამოიწვიოს, რომელიც მალე ბაზარზე „გოლფის“ პლაგ-ინ ჰიბრიდულ ვერსიას გამოიტანს და მას „პასატის“ მსგავსი ვერსიაც მოჰყვება. ისე კი, ძველ კონტინენტზე ამ ტიპის აგრეგატებით აღჭურვილი ავტომობილების სეგმენტში ლიდერები სულ სხვები არიან. პირველ სამეულში არიან „მიცუბიში აუტლანდერ PHEV“, „ტოიოტა პრიუს პლაგ-ინი“ და „ვოლვო V60 PHEV“. თუმცა, მათზე მოთხოვნა დიდი არაა - გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ჯამში სამივე ავტომობილი 20 000-ზე მეტი არ გაყიდულა. თუმცა, სეგმენტში ახალი მოდელების გამოჩენას, გაყიდვების მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლია.

No comments:

Post a Comment