Saturday, October 18, 2014

„მაზდა2“ იაპონიის საუკეთესო ავტომობილი გახდა

Mazda2 Wins Japan's Car of the Year Beating Mercedes C-Class and BMW i3
18 ოქტომბერი
„მაზდას“ სუბკომპაქტურმა ჰეჩბეკმა „დემიომ“, რომელიც ევროპაში „მაზდა2-ის“ სახელით იყიდება, იაპონიის 2014-2015 წლების საუკეთესო ავტომობილის წოდება მოიპოვა. კონკურსის ბოლო ეტაპზე, მან „მერსედეს-ბენცის“ C-კლასის სედანს 19 ქულით აჯობა. ეს ბოლო სამ წელიწადში „მაზდას“ მეორე ავტომობილია, რომელმაც იაპონიის საუკეთესოს წოდება მოიპოვა - 2012-2013 წლებში მსგავსი აღიარება უგზოობის CX-5-მა მიიღო.

„ჩვენთვის დიდი პატივიცაა და სასიამოვნოც, რომ მაზდა2-ს ასეთი პრესტიჟული ჯილდო მიეკუთვნა“, - ამბობს „მაზდას“ მთავარი აღმასრულებელი მასამიჩი კოგაი. აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი კიიოში ფუძივარას თქმით, „მაზდა2-ით“ მისმა კომპანიამ სუბკომპაქტური ავტომობილების კლასში ახალი სტანდარტი დააწესა, ტექნოლოგია სკაიექტივი, ეკონომიური ძრავები, ხელმისაწვდომი ფასები და უნიკალური დიზაინი ის ფაქტორებია, რამაც გამარჯვება უზრუნველყო.
ახალმა „მაზდა2-მა“ჟიურის 59 წევრიდან 22-სგან მიიღო მაქსიმალური ქულები და საბოლოო ჯამში, 423 ქულას მოუყარა თავი. „მერსედეს-ბენც C-კლასმა“ 404 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზე გასულ BMW i3-ს კი 340 ქულა ერგო. მეოთხე ადგილზე „სუბარუ ლევორგი“ გავიდა (124 ქულა), მეხუთეზე კი - „სუზუკი ჰასტლერი“ (65 ქულა).
კონკურსის წესების მიხედვით, ჟიურის ყოველი წევრის განკარგლებაში 25 ქულაა, რომელთაგან მისი აზრით საუკთესოსთვის მაქსიმუმ 10 ქულის დაწერა შეუძლია. ფინალში გასულ სხვა ოთხ ავტომობილს კი დარჩენილ 15 ქულას საკუთარი შეხედულებისამებრ უნაწილებს.

No comments:

Post a Comment