Friday, August 22, 2014

ჯერ როსბერგი, შემდეგ ჰამილტონი

Motor racing-Hamilton gives Rosberg the Spa treatment
22 აგვისტო
„მერსედესის“ პილოტები არდადეგების შემდეგაც მიუწვდომლები არიან. პირველ პრაქტიკაზე ნიკო როსბერგმა, მეორეზე კი ლუის ჰამილტონმა, საუკეთესო დროები აჩვენეს. და თუ გერმანელის უპირატესობა მხოლოდ 0.1 წამი იყო, ბრიტანელმა თანაგუნდელს 0.6 წამი „მოუტანა“. თუმცა, ახლა დროის თვლა მეორეხარისხოვანია, რადგან კვალიფიკაციასა და რბოლაში მათი მეტოქეობა სუფთა ფურცლიდან განახლდება, სხვებს კი, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მაინც მდევრის როლში ყოფნა მოუწევთ.
ორივე სესიაზე, დანარჩენებს შორის უსწრაფესი ფერნანდო ალონსო იყო, რომელსაც კიმი რაიკონენმა პირველ სესიაზე მეხუთე ადგილით აუბა მხარი, თუმცა ფინელმა, ვისაც სპას რბოლა ოთხჯერ აქვს მოგებული, მეორეზე ვერ ივარგა და პელოტონის მეორე ნახევარში ჩაიკარგა. აღსანიშნავია, რომ პირველ სესიაზე, ის მოსახვევ ლა სურსში დატრიალდა.
მეორე პრაქტიკაზე ორი ისეთი ინციდენტიც მოხდა, რომელთა გამოც რბოლა შეწყდა. ჯერ მექსიკელი ესტებან გუტიერესი მოსახვევ ბლანშიმონში დატრიალდა, მერე კი ვენესუელელმა პასტორ მალდონადომ პუონში თავისი „ლოტუსი“ დაამტვრია. მეორე სესია სრულად გააცდინა სებასტიან ფეტელმა, ვის მანქანაზეც ელექტრონიკა გაჭირვეულდა ამის გამო, ძრავი გამოსაცვლელიც კი გახდა. სხვათა შორის, ფეტელმა ვერც პირველ პრაქტიკაზე გამოიჩინა თავი - მე-11 ადგილს დასჯერდა.
უნდა ითქვას, რომ პირველ პრაქტიკაზე, მოწინავე ათი შედეგიდან შვიდი „მერსედესის“ ძრავებით მოასპარეზე პილოტებმა აჩვენეს, მეორეზე კი მათი რიცხვი რვამდე გაიზარდა. „სხვებს“ შორის ორივე პრაქტიკაზე ათეულში ალონსო და დანიელ რიკარდო მოხვდნენ. ავსტრალიელმა „რედ ბულს“ იმის იმედი ჩაუსახა, რომ უნგრეთში მიღწეული წარმტება (გამარჯვებას) ფიასკოთი არ შეიცვლება.
პრაქტიკები უხეიროდ დაიწყეს „უილიამსის“ პილოტებმა, რომელთაგან პირველ სესიაზე ათეულში მხოლოდ ვალტერი ბოტასი შევიდა და მანაც მხოლოდ მეათე დრო აჩვენ. სამაგიეროდ, მეორე სესია მეოთხე საუკეთესო დროით ფელიპე მასამ დაასრულა. თუმცა, ჰამილტონთან წამზე მეტი წააგო. ბოტასმა ამჯერად მეექვსე დრო დააფიქსირა.
პრაქტიკებზე შედგა ფორმულა ერთში გერმანელი ანდრე ლოტერერის დებიუტი. ლე მანის სამგზის გამარჯვებულმა „კატერჰემის“ უხეირო ბოლიდით პირველი სესია ბოლოსწინა შედეგით დაასრულა, მეორეზე კი ერთი საფეხურით წინ წაიწია, თუმცა მათ შორის, ვინც დროის დაფიქსირება შეძლო, ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.

პირველ სესიაზე „მარუსიას“ ბოლიდით იასპარეზა ამერიკელმა ალექსანდერ როსიმ, ვისზეც თავიდან იყო ლაპარაკი, რომ გუნდში ის მაქს ჩილტონის ადგილს დაიკავებდა. მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა და გადაწყდა, რომ რბოლაში ისევ ჩილტონი იასპარეზებს, რომელმაც მეორე პრაქტიკაზევე დაიბრუნა თავისი მონოპოსტი.

ბელგიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:51.577
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:51.674
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:51.805
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:52.404
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:52.818
6. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:52.903
7. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:52.922
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:52.937
9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:52.972
10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:53.172
11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             1:53.369
12. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:53.594
13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:53.597
14. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:53.703
15. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:53.968
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:54.189
17. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, ზაუბერი)       1:54.335
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:55.336
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:55.782
20. ალექსანდერ როსი (აშშ, მარუსია)                             1:57.232
21. ანდრე ლოტერერი (გერმანია, კატერჰემი)              1:57.886
22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:57.977

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:49.189
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:49.793
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:49.930
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:50.327
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:50.659
6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:50.677
7. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                      1:50.725
8. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:50.977
9. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:51.074
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:51.077
11. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:51.383
12. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:51.450
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:51.573
14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:52.196
15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1:52.234
16. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:52.776
17. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:53.955
18. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:54.040
19. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:54.050
20. ანდრე ლოტერერი (გერმანია, კატერჰემი)              1:54.093
21. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        დროის გარეშე
22. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            დროის გარეშე

No comments:

Post a Comment