Thursday, July 3, 2014

გლიკენჰაუსის ახალ სუპერქარს კარბონის შასი ექნება

James Glickenhaus Next Car Will Feature Bespoke Carbon Chassis
3 ივლისი
სუპერ ავტომობილების მოყვარულებმა ალბათ იცით, ვინც არის ჯეიმს გლიკენჰაუსი - ამერიკელი ინვესტორი, ფერარის ავტომობილების დიდი ტრფიალია, რომელმაც იტალიურ კომპანიას ორი ექსკლუზიური ავტომობილი დაამზადებინა - ერთი Ferrari Enzo-ს, მეორე კი - Ferrari 430 Scuderia-ს ბაზაზე. Scuderia Cameron Glickenhaus (SCG) კი არის ინჟინერთა გუნდი, რომელიც სწორედ ჯეიმს გლიკენჰაუსის ინციატივით შეიქმნა და ორივე პროექტში მიიღო მონაწილეობა.
პირველ ორ პროექტზე გამოცდილების მიღების შემდეგ, „სკუდერია კამერონ გლიკენჰაუსმა“ საკუთარი სუპერ ავტომობილის შემუშავება გადაწყვიტა. ამ ეტაპზე პროექტის სახელია SCG 003. ეს ფოტოები ამერიკულმა გამოცემა „როუდ ენდ ტრეკმა“ მოიპოვა, რომელიც გვაუწყებს, რომ გამორჩეული კოლექციონერი მალე ავტო მწარმოებლად მოგვევლინება და სუპერ ავტომობილების ელიტას ახალ შედევრს შესძენს.
გლიკენჰაუსი ამბობს, რომ მას მსუბუქი კონსტრუქციის შექმნა აქვს გადაწყვეტილი, რაც ერთ დროს, სპორტული ავტომობილების მტავარი დამახასიათებელი თვისება იყო. რა თქმა უნდა, მისი სუპერ ავტომობილი თანამედროვე სტილში შესრულდება. შასი (ფოტოებზე) კი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. გლიკენჰაუსის თქმით, მისი ავტომობილი 3.5-ლიტრიანი წყვილ ტურბო კომპრესორიანი V6 ძრავით აღიჭურვება. ოღონდ, ამ ძრავის წარმომავლობა არ დაუზუსტებია.
SCG 003­-ის დებიუტი ჟენევის 2015 წლის მოტორ შოუზე არის დაგეგმილი. ეს უნდა იყოს საგზაო ავტომობილი. გლიკენჰაუსი ჯერჯერობით უფრო მეტს არაფერს ამბობს, მაგრამ რბოლებით მისი გატაცების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ SCG 003­-ის სარბოლო ვერსიასაც გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment