Friday, June 20, 2014

„მერსედესებმა“ პოზიციები გაცვალეს

UPDATE 1-Hamilton fastest in Austrian GP practice
20 ივნისი
მეორე პრაქტიკაზეც „მერსედესი“ ყველაზე სწრაფი იყო. ოღონდ, ამჯერად ცხრილს სათავეში ლუის ჰამილტონი მოექცა, რომელმაც ნიკო როსბერგს 0.377 წამით აჯობა. საინტერესოა, რომ ორივე პილოტი პირველად ასპარეზობს ავსტრიულ ტრეკზე, რომელზეც ამჯერად მასპინძელი კომპანია „რედ ბულია“.

ამჯერად წვიმას ვარჯიშზე გავლენა აღარ მოუხდენია. მშრალ გზაზე კი დროები თითქმის ორი წამით გაუმჯობესდა. კვლავ მესამე დრო ჰქონდა ფერნანდო ალონსოს, რომელმაც ორი „უილიამსი“ ჩამოიტოვა. ცნობისათვის, ალონსო იმ ოთხ პილოტთაგანია, რომლებსაც „რედ ბულ რინგზე“ (ადრე A1 რინგი ერქვა) ადრეც უასპარეზიათ.
ამჯერად მეექვსე იყო მსოფლიოს სებასტიან ფეტელი, რომელმაც პირველ სესიაზე გვარიანად შეაშინა თავისი ქომაგი. შეცდომები სხვაც ბევრი იყო, მაგრამ ფეტელისა ყველაზე სანახაობრივი გამოდგა. თანაც, ამ ბზრიალისას, მის მანქანაზე ძირი დაზიანდა და ის გამოსაცვლელი გახდა. წინ წაიწია დანიელ რიკარდომაც, რომელიც ამჯერად მერვე ადგილს დასჯერდა. სხვათა შორის, მეორე სესიის წინ, ძორი მის მანქანაზეც გამოცვალეს.

ავსტრიის დიდი პრიზი
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:09.542
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:09.919
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:10.470
4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:10.519
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:10.521
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:10.807
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:10.813
8. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:10.920
9. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:10.936
10. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:10.972
11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1:10.974
12. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:11.261
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:11.296
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:11.491
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:11.765
16. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:11.806
17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:11.935
18. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:12.229
19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:12.262
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:12.279
21. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:12.937
22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:13.596

No comments:

Post a Comment