Thursday, April 17, 2014

„ფორდ ესკორტი“ პეკინში სერიულ მოდელად ბრუნდება

Ford Escort to make a return at Beijing show
17 აპრილი
„ფორდი“ კონცეპტუალურ სედან „ესკორტის“ სერიულ ვერსიას პეკინის შოუზე წარადგენს. ეს ავტომობილი, პირველად შარშან, სწორედ ჩინეთში, შანჰაის ავტო შოუზე გამოჩნდა. ცისფერი ოვალის განმარტებით, ეს ავტომობილი ექსკლუზიურად ჩინური ბაზრისთვისაა შემუშავებული. კომპანიის გამაში ისკომპაქტურ სედან „ფოკუსზე“ ერთი საფეხურით მაღლა დაიკავებს ადგილს და კონკურენციას შესაბამისი კლასის „ფოლკსვაგენ საგიტარს“ და „შევროლე კრუზს“ გაუწევს.

უკვე 14 წელია, რაც სახელი „ესკორტი“ გაქრა „ფორდის“ საწარმოო პროგრამიდან. მაგრამ ამერიკულმა კომპანიამ მისი ჩინური ბაზრისთვის გაცოცხლება გადაწყვიტა. ოღონდ, თუ ადრე ამ სახელით კომპაქტური ჰეჩბეკი და სედანი გამოდიოდა, ახლა „ფიუჟნ/მონდეოზე“ ერთი საფეხურით დაბლა მყოფი მოდელი იქნება. ახალი „ესკორტი“ კომპანიის კორპორატიულ სტილში შესრულდება და „ფიუჟნის“ და „ფოკუსის“ სტილის რადიატორის ცხაური ექნება. ამასთან, მისი ინტერიერი „ფოკუსისაზე“ ფართოცაა.
სწორედ ფართო სალონია „ფოკუსისგან“ ძირითადი განმასხვავებელი და ეს ფაქტორი უნდა გახდეს ჩინურ ბაზარზე „ესკორტის“ წარმტების მიზეზი - ცისქვეშეთის მომხმარებელი ავტომობილში უპირველეს ყოვლისა, კომფორტსა და უკანა სავარძლების გარშემო დიდ სივრცეს აფასებს.

რაც შეეხება გარე გაბარიტებს და აღჭურვილობას: „ესკორტი“ თავისი ზომებით ახლოსაა „ფოკუსთან“. ამასთან, ის ზუსტად იმ ძრავებით და გადაცემათა კოლოფებით დაკომპლექტდება, რომლებითაც სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის განკუთვნილი „ფოკუსია“ აღჭურვილი. „ესკორტს“ ჩინეთში გამოუშვებენ და უპირველეს ყოვლისა, იქვე გაიყიდება. თუმცა ამერიკული კომპანია, მოგვიანებით სხვა ბაზრებზე მის შეტანასაც არ გამორიცხავს.

No comments:

Post a Comment