Thursday, April 17, 2014

„მერსედესმა“ ელექტრული B კლასის წარმოება დაიწყო

Mercedes starts production of electric B class
17 აპრილი
„მერსედეს-ბენცმა“ თავის რაშტატის (გერმანია) ქარხანაში, B-კლასის მინივენის ელექტრული ვერსიის წარმოება დაიწყო. ამ ავტომობილის გაყიდვები ზაფხულში შეერთებულ შტატებში დაიწყება, შემდგ კი ის ევროპულ ბაზარზეც შევა. მოგვიანებით, „დაიმლერი“ ელექტრული „სმარტ ფორთუ EV-ს“ წარმოებასაც დაიწყებს.

ელექტრული B-კლასის ელემენტების ბლოკის ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ სვლის სიშორე 200 კილომეტრი იყოს. ამასთან, ავტომობილი ტემპერამენტითაც გამოირჩევა - ადგილიდან 100 კმ.სთ სიჩქარის ასაკრეფად 7.9 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ია.
ამ ავტომობილის შემუშავებაში მონაწილეობა, ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია „ტესლამაც“ მიიღო. სწორედ მის მიერაა შემუშავებული ელექტრო ძრავი, რომელიც ელექტრული მინივენის წინაა განლაგებული. ძრავის სიმძლავრე 174 ცხენის ძალაა, კონკურენტი „ბეემვე i3-ის“ ძრავზე 8 ცხენის ძალით მეტი.
„ტესლასვე“ წარმოებისაა ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი, რომლის ენერგო ტევადობაც 28.0 კილოვატსაათია. ბლოკი მანქანის ძირში, წინა და უკანა სავარძლების ქვემოთ, მაქსიმალურად დაბლა მოათავსეს, რათა სიმძიმის ცენტრი, რაც შეიძლება დაბლა დაწეულიყო. ამგვარად, არც სალონის სივრცეს დააკლდა რამე და არც ავტომობილის სიმაღლე გაზრდილა.
გერმანული კომპანია ჯერჯერობით ელექტრომობილის ფასს არ აქვეყნებს და არც იმას აკონკრეტებს, თუ რა რაოდენობით აპირებს მის გამოშვებას. თუმცა, შტუტგარტელთა პრესმდივანმა განაცხადა, რომ ავტომობილის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, მისი წარმოების მოცულობა, ხუთნიშნა რიცხვი იქნება.

No comments:

Post a Comment