Tuesday, April 15, 2014

„მუსტანგი“ ემპაიერზე ასასვლელად მზადაა

Watch How Ford Chopped Down a 2015 Mustang to Get it up to the Empire State Building
15 აპრილი

„ფორდმა“ დაასრულა უახლესი „მუსტანგის“ ერთი ეგზემპლარის ემპაიერზე ასასვლელად მომზადება. როგორც ცნობილია, ავტომობილი ნიუ იორკის ყველაზე გამორჩეული ცათამბჯენის 86-ე სართულზე არსებულ გადმოსახედ პლატფორმაზე (დაახლოებით 305 მეტრის სიმაღლეზეა) უნდა დადგეს და ორი დღე იქ გაატაროს. მაგრამ მისი იქ ატანა სპეციალურ მომზადებას მოითხოვს, რადგან შენობას არ აქვს დიდი ლიფტები და უსაფრთხოების გამო, არც სხვა საშუალებით მისი ატანის საშუალება არსებობს.
ამიტომ, „ფორდმა“ გადაწყვიტა, რომ „მუსტანგ GT -ს“ კაბრიოლეტი ვერსია ექვს ნაწილად დაჭრას და მათი სპეციალურად მომზადების შემდეგ, ისინი ადგილზე ააწყოს. ტექნიკოსთა ჯგუფს მხოლოდ ექვსი საათი ექნება იმისათვის, რომ დაშლილი „მუსტანგი“ ააწყოს. რა თქმა უნდა, მათ სპეციალური მომზადება უკვე გავლილი აქვთ. ამ საქმეში, ცისფერ ოვალს კომპანია „DST ინდასტრიზი“ დაეხმარა, რომელიც მსგავს აქციაში 1965 წელსაც მონაწილეობდა.
სხვათა შორის, ემპაიერ სტეიტ ბილდინგი უკვე 83 წლისაა და მისი არსებობის ისტორიაში სულ მეორედ ხდება, რომ გადმოსახედ პლატფორმაზე მანქანა დგება. პირველადაც იქ „მუსტანგი“ აიყვანეს (1965 წელს). ოღონდ, ის პირველი „სტანგის“ ღია ვერსია იყო, ამჯერად კი აქცია ამ ლეგენდარული ავტომობილის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწყობა.



No comments:

Post a Comment