Tuesday, April 15, 2014

„ლენდ როვერი“ სამი მიმართულებით განვითარდება

Land Rover plans 3-pronged attack
15 აპრილი
თავისი შეთავაზებების განსასხვავებლად, „ლენდ როვერი“ თავის უგზოობის ავტომობილებს, სამი სხვადასხვა მიმართულებით განავითარებს. „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას, „იაგუარ ლენდ როვერის“ ჯგუფის გაყიდვების ოპერაციების დირექტორმა ენდი გოსმა განაცხადა, რომ „ლენდ როვერის“ სამ მიმართულებას ლუქსის კლასის „რეინჯ როვერის“, საშუალო კლასის „დისქავერის“ და გამორჩეული ყველგანმავლის თვისებების მქონე „დიფენდერის“ ოჯახები ჩამოაყალიბებენ.
მისი თქმით, მომავალ „რეინჯ როვერებზე“ ნაკლებად თვალში საცემი იქნება „ლენდ როვერის“ სახელი და ეს ქვე-ბრენდი უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდება. თუმცა, ძირითად კომპანიასთან კავშირი მაინც რაღაც დონეზე დარჩება. „არ მგონია, რომ „რეინჯ როვერებიდან“ „ლენდ როვერის“ ლოგო სრულიად გაქრება, რადგან ჩვენ გვინდა, ამ ავტომობილებს ეტყობოდეთ, რომ ისინი „ლენდ როვერის“ მიერაა შემუშავებული და ეს უდაო პლიუსია“, - ამბობს გოსი.
შეგახსენებთ, რომ „რეინჯ როვერის“ ლუქსის კლასის გამა ამ ეტაპზე მხოლოდ სამ ავტომობილს მოიცავს. ესენია ფლაგმანი „რეინჯ როვერი“, „რეინჯ როვერ სპორტი“ და კომპაქტური „რეინჯ როვერ ევოუკი“. უკვე დაწყებულია კიდევ ორი ქვე-ბრენდის - „დისქავერის“ და „დიფენდერის“ ფორმირება. პირველის ლოზუნგია „დასვენება“ და მასში საკუთრივ „დისქავერის“ გარდა, ახალი „ფრილენდერიც“ გაერთიანდება. რაც შეეხება „დიფენდერის“ გამას, მასში ალბათ შევა პატარა ყველგანმავალი, რომელიც სავარაუდოდ, ბაზარზე „ლენდის“ სახელით გამოვა - ეს სახელი ბრიტანულმა კომპანიამ ახლახანს პატენტით დაიმაგრა.

No comments:

Post a Comment