Tuesday, April 15, 2014

გახდება „მაზერატი“ იტალიური „პორშე“?

Fiat Wants Maserati to Become an Italian Porsche
15 აპრილი
ის, რომ „ფიატ კრაისლერის“ მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს სურს, მის ჯგუფში შემავალი „მაზერატი“ იტალიურ „პორშედ“ გადააქციოს, ჯერ არაფერს ნიშნავს - ბრენდად, რომელიც ჯგუფს დიდ მოგებას საკუთარი რესურსებით მოუტანს და ნაკლებად იქნება დამოკიდებული გარედან ინვესტირებაზე. მაგრამ „პორშესთან“ გასატოლებლად, „მაზერატის“ დიდი გზა ექნება გასავლელი. შარშან იტალიურმა ლუქს კომპანიამ მხოლოდ 15 400 ავტომობილი გაჰყიდა, რაც შტუტგარტული კომპანიის გაყიდვების (160 000) 10 პროცენტიც არაა.
მაგრამ მოკლე დროში, „მაზერატის“ გაყიდვების მოცულობის 50 000 ერთეულამდე გაზრდა აქვს დაგეგმილი, რაშიც მას უგზოობის ავტომობილი „ლევანტე“ დაეხმარება. მაგრამ ამ პროცესს, ბრენდის გაუფასურების რისკი ახლავს, რაც მასობრივ წარმოებაზე გადასვლის პარალელურად, შეიძლება გარდაუვალი გახდეს.
ცნობისათვის, „მაზერატის“ ავტომობილები, გერმანული კომპანიების შესაბამისი ზომის პრემიუმ ავტომობილებზე დაახლოებით 20 პროცენტით ძვირი ღირს. და კომპანიის მტავარ აღმასრულებელ ჰარალდ ვესტერის თქმით, ამ სხვაობის შესანარჩუნებლად, „გიბლიზე“ პატარა ავტომობილის გამოშვება არ იგეგმება.
ბევრი ანალიტიკოსი სკეპტიკურად აფასებს მარკიონეს მიერ შემუშავებულ გეგმას - იტალიური წარმოშობის კანადელ მენეჯერს არაერთი ამბიციური მიზანი დაუსახავს, მაგრამ ვერ შეუსრულებია. მაგრამ ამ შემთხვევაში, მას მშველელად შეიძლება ჩინური და სხვა განვითარებადი ქვეყნების ბაზრები და იქ ლუქსის კლასის ავტომობილებზე მზარდი მოთხოვნა შეიძლება მოევლინოს.
„მაზერატის“ განვითარებისთვის, „ფიატი“ გრულიასკოს (ტურინის მახლობლადაა) ქარხნის მოდერნიზებას 1.5 მილიარდ ევროს მოახმარს. ეს ქარხანა „მაზერატის“ ორ სედანს - „კვატროპორტეს“ და „გიბლის“ უშვებს. გარდა ამისა, 1.0 მილიარდს ინვესტირება იგეგმება მირაფიორის (ესეც ტურინშია) ქარხნის მოდერნიზებაზე, სადაც „ლევანტეს“ გამოუშვებენ.

No comments:

Post a Comment