Wednesday, April 16, 2014

„მუსტანგის“ საიუბილეო ვერსია მხოლოდ 1 964 ცალი დამზადდება

Ford Reveals 50th Anniversary Mustang; will Build 1,964 Examples
16 აპრილი
თავის ლეგენდარულ მოდელ „მუსტანგის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ფორდ“ ახალი „მუსტანგის“ სპეცალურ, საიუბილეო ვერსიას გამოუშვებს, რომლითაც დაიწყება კიდეც ამ ავტომობილის გაყიდვები. ოღონდ სპეციალური ვერსია მხოლოდ 1 964 ცალი დამზადდება - რაოდენობა მისი დაბადების წელს უკავშირდება. ცისფერმა ოვალმა „მუსტანგის“ სპეც ვერსიისთვის ორი ფერი შეარჩია - „უიმბლოდონ უაითი“ (უიმბლდონის თეთრი - ამ ფერში იყო შეღებილი პირველი მუსტანგი) და „კონა ბლიუ“ (კონას ლურჯი - ინდური ყავის მარკაა).
სტანდარტულ „მუსტანგთან“ გარეგნულ განმასხვავებელ ნიშნებს შორისაა წვრილი მოქრომილი არშიები, რომლებიც უკანა სამზოლიან შუქდიოდურ ფარებს ეკვრის, ასევე უკანა პატარა ფანჯრები, რომლებიც სამზოლიანი ჟალუზითაა დაფარული. ორივე ელემენტი სპეც ვერსიას ორიგინალურობას ანიჭებს. გარდა ამისა, წინ ბორბლის თაღის უკან ნხავთ წარწერას „50“. საიუბილეო წარწერას სალონშიც ნახავთ - სავარძლების საკისრეებზე. „ფორდი“ სალონს კოკპიტად მოიხსენიებს, რის საფუძველსაც მაღალი სატრანსმისიო გვირაბი და წინ წამოწეული ცენტრალური კონსოლი იძლევა.
სპეციალური საიუბილეო ვერსია „მუსტანგ GT-ზეა“ ბაზირებული, რომლის ეკიპირებაშიც სპეციალური პერფორმენს პაკეტი შედის. ავტომობილს მამოძრავებელ ძალას 5.0-ლიტრიანი V8 ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 420 ცხენის ძალაა. მყიდველის სურვილის შესაბამისად, ძრავს 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური ტრანსმისია შეუწყვილდება.
ოფიციალურ რელიზში აღნიშნულია, რომ ახალი „მუსტანგის“ გაყიდვების დასაწყისში, ბაზარზე სწორედ საიუბილეო ვერსია გამოვა. ყოველ ეგზემპლარს მოჰყვება მფლობელის უნიკალური, ტყავით შესრულებული ჩანთა, რომელსაც გარედან „მუსტანგის“ 50 წლის იუბილეს ლოგო დაამშვენებს.

No comments:

Post a Comment