Sunday, March 2, 2014

დომენიკალი: „მერსედესი“ და „უილიამსი“ უკეთ არიან მომზადებულნი

Ferrari: Mercedes and Williams better prepared for 2014 F1 start
2 მარტი
„ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი ამბობს, რომ „უილიამსი“ და „მერსედესი“ ახალი სეზონისთვის მის გუნდზე უკეთ არიან მომზადებულნი. მართალია, სეზონის წინა ბოლო ტესტებზე, რომლებიც ისევ ბაჰრეინში ჩატარდა, ბოლო დღეს ფერნანდო ალონსოს მესამე საუკეთესო დრო ჰქონდა, მაგრამ მთელი წამით ჩამორჩა „მერსედესის“ ლუის ჰამილტონს და 0.7 წამით - „უილიამსის“ ვალტერი ბოტასს. ამასთან, ორივე მეტოქის ბილოდები „მერსედესის“ ძრავებით არის აღჭურვილი.
გარდა ამისა, ალონსოს მანქანას რამდენჯერმე პრობლემები შეექმნა. ამ
იტომ, დომენიკალი თვლის, რომ „სკუდერიას“ ისევ მდევრის როლში ყოფნა მოუწევს: „სულ ტესტებზე 4 000 კილომეტრის გავლა შევძელით, „მერსედესის“ ანგარიშზე თითქმის 5 000 კილომეტრია, „უილიამსიც“ იქვეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი სეზონის დასაწყისისთვის ყველაზე უკეთ არიან მომზადებულნი. ეს ფაქტია და ჩვენ იმის ცოდნით ვიწყებთ, რომ წინ უზარმაზარი სამუშაო გვაქვს. პირველ რიგში, ჩვენი მანქანის პოტენციალი უნდა შევისწავლოთ, რომ ვიცოდეთ, რა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ. მოკლედ, სეზონის ძალიან ძნელი დასაწყისი გველის“, - ამბობს დომენიკალი.
ის დასძენს, რომ ახალი ძალური დანადგარი, რომლითაც ახალი ბოლიდი არის აღჭურვილი, ასევე აგებს „მერსედესის“ აგრეგატთან: „ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა, რომლის გადაჭრაც მოგვიწევს ისაა, რომ მივაღწიოთ ბალანსს, რომელიც ERS-ის, ელექტრული ძალის და ელემენტების უკეთ ათვისებაში დაგვეხმარება. ეს ყველაფერი ცხენის ძალებს განსაზღვრავს და მათ შორის ბალანსის მიღწევა, წინსვლაში დაგვეხმარება. გარდა ამისა, უკეთ უნდა ავითვისოთ მანქანის სრულიად ახლებური შეთანწყობა და მართვის პრინციპები. ეს კი ყველაფერზე იქონიებს ეფექტს. მოკლედ, ბევრი რამის სწავლა მოგვიწევს“.

No comments:

Post a Comment