Monday, March 3, 2014

„ტესლას“ მეგაქარხანა წლიურად ნახევარ მილიონ ელემენტს გამოუშვებს

Tesla’s Gigafactory will Build 500,000 Batteries by 2020, More than 2013’s Overall Global Production
2 მარტი
ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია „ტესლა“ უზარმაზარი ქარხნის მშენებლობას გეგმავს, რომელმაც ელექტრომობილებისთვის ელემენტები უნდა გამოუშვას. თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, „ტესლა მოტორსი“ ამ ქარხნის მშენებლობაში 5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს. სამაგიეროდ, ქარხანა წლიურად დაახლოებით ნახევარ მილიონ ელემენტს გამოუშვებს, რითაც ის საავტომობილო ლითიუმ-იონური ელემენტების მოთხოვნილებას სრულად გადაფარავს. იმავდროულად, მნიშვნელოვნად დაბლა დასწევს მათს ფასს, რამაც ელექტრომობილების ფასის შემცირება უნდა გამოიწვიოს. ამის წყალობით, „ტესლა“ მასობრივი და ხელმისაწვდომი ელექტრომობილის წარმოებას დაიწყებს.
„ჩვენ უზარმაზარ ქარხანას ავაშენებთ, რომელიც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ელემენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს და მათმა ფასმაც ძლიერ დაიწიოს. ამისათვის, წარმოების ინოვაციურ მეთოდებს დავნერგავთ. დაიხვეწება ლოჯისტიკა, შემცირდება ჭარბწარმოება“, - ნათქვამია „ტესლას“ მიერ გამოქვეყნებულ რელიზში.
წლიურად ნახევარი მილიონი ელემენტის წარმოება ქარხანამ 2020 წლისთვის უნდა შეძლოს. შედარებისთვის, შარშან სწორედ ამდენი ელემენტი დასჭირდა მთელს მსოფლიოში გამოშვებულ ელექტრომობილებს და ჰიბრიდულ ავტომობილებს. გარდა ამისა, დაახლოებით 30 პროცენტით დაიწევს ელემენტების ბლოკის ფასი ყოველ კილოვატსაათზე.
„ტესლას“ რელიზი გვაუწყებს, რომ მეგა ქარხანა 929 030 კვადრატული მეტრის ფართობს დაიკავებს. მასში დაახლოებით 6 500 ადამიანი იმუშავებს. ჯერჯერობით არაა შერჩეული ქარხნის ადგილი. კომპანიის განცხადებით, ქარხნის მშენებლობის სურვილი უკვე ოთხმა შტატმა გამოთქვა. ესენია ტექსასი, ნიუ მექსიკო, არიზონა და ნევადა.
ახალ ქარხანაში გამოშვებული ელემენტები პირველ რიგში, „ტესლას“ საავტომობილო ქარხანაში გადაიგზავნება, რომელიც შტატ კალიფორნიის ქალაქ ფრემონტში მდებარეობს. ამგვარად, ახალი ქარხნისთვის ლოჯისტიკური თვალსაზრისით, ყველაზე მისაღები ადგილები, მეზობელი შტატები - არიზონა და ნევადაა.

No comments:

Post a Comment