Monday, February 3, 2014

„ფორდი“ ინდოეთის ავტო ექსპოზე კონცეპტ „ფიგოს“ წარადგენს

Ford Puts a Boot on Ka and Names it the Figo Sedan Concept
3 თებერვალი
კომპაქტური კონცეპტუალური სედანი, რომელსაც „ფორდი“ ნიუ დელის საავტომობილო გამოფენაზე წარადგენს, ავტო ექსპოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დებიუტანტი გახდება. ოთხკარიან პატარა ავტომობილს „ფიგო“ ჰქვია და ის ბრაზილიაში შარშან ნაჩვენები კონცეპტუალური ჰეჩბეკი „კას“ სედანის ძარიანი ვერსიაა.
კონცეპტუალური „ფიგოს“ ბაზაზე, ამერიკული კომპანია მომავალ წელს სერიულ სედანს გამოუშვებს. წინიდან ის თავისი რადიატორით „ასტონ მარტინს“ მოგაგონებთ. თუმცა, უფრო სწორი იქნებოდა, ის ნათესავი „ფიესტასთვის“ შეგვედარებინა. ეს ავტომობილი ბრაზილიაშია შემუშავებული და პირველ რიგში, განვითარებადი ბაზრებისთვისაა განკუთვნილი.
ძარის შემუშავებისას, მისი ფორმა აეროდინამიკურ მილში დაიხვეწა. როგორც მისი შემქმნელები ირწმუნებიან, დახვეწილი ფორმის წყალობით, ავტომობილის საწვავის ხარჯი მინიმუმამდე დაიყვანეს. გარდა ამისა, შემცირებულია სალონში ხმაურის შეღწევის დონე.
ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ ინდური ვერსიის ინფორმაციით, სერიული სედანი „ფიგო“ ბენზინის და დიზელის ძრავებით აღიჭურვება. ბენზინის ძრავები იქნება 1.0 და 1.2-ლიტრიანი, დიზელისა კი - 1.5-ლიტრიანი ტურბო. ჯერჯერობით უცნობია, ძრავების გამაში გათვალისწინებულია თუ არა სერია ეკობუსტის აგრეგატები.
ინდურ ბაზარზე „ფორდ ფიგოს“ კონკურენტები იქნებიან „ტატას“ უახლესი პატარა სედანი „ზესტი“, რომლის პრემიერა ასევე ავტო ექსპოზე ჩატარდება და „ჰიუნდაის“ ასევე უახლესი პატარა სედანი „გრანდ i10“.

No comments:

Post a Comment