Tuesday, January 7, 2014

შუმახერის მდგომარეობა უმჯობესდება

'Relief' as Schumacher's condition improves - reports
7 იანვარი
ის ჯერაც მართვად კომაშია, თუმცა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება - ეს ინფორმაცია ლეგენდარული გერმანელი მრბოლის პირადმა მენჯერმა საბინე კემმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, მიხაელ შუმახერის სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე აღარ ემუქრება.
„მისი ოჯახისთვის, სიტუაცია ახლა გაცილებით მშვიდია. ეს შეიძება იყოს ძალიან გრძელი პერიოდის დასაწყისი, მაგრამ საბედნიეროდ, ამ ეტაპზე მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. ყველაზე სახიფათო ეტაპი გავლილია“, - ამბობს კემი. არადა, ჯერ კიდევ პარასკევს შუმის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და როგორც გერმანულ პრესაში წერდნენ, ერთ მომენტში, ექიმებმა ლამის ხელიც კი ჩაიქნიეს. იმ დღეს, მისი ტვინის სკანერმა ძალიან ცუდი ცვლილებები დააფიქსირა, მაგრამ საბედნიეროდ, შუმახერმა გაუძლო.
„მისი მდგომარეობა კვლავაც კრიტიკულია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ახლა გაცილებით სტაბილურადაა. მის სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე აღარ ემუქრება“, - „სკაი დოიჩლანდთან“ საუბრისას დასძენს კემი. შუმახერის მკურნალი ექიმი ჟან-ფრანსუა პაიენი ამბობს, რომ ხიფათს არ ჩაუვლია, თუმცა მდგომარეობა ისეთი მწვავე აღარაა.

No comments:

Post a Comment