Tuesday, January 7, 2014

„სუზუკის“ ბრიტანეთში რეკორდული გაყიდვები აქვს

Suzuki Registers Record Sales in Britain
7 იანვარი
ბრიტანეთი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია და იქ წარმატებული კომერცია, ნებისმიერი საავტომობილო კომპანიისთვის დიდი მოგების მომტანია. მითუმეტეს, ისეთისთვის, როგორიც „სუზუკია“, რომლის სამოდელო გამაც სიმწირით გამოირჩევა.
მაგრამ როდესაც ჰეჩბეკ „სვიფტს“ აწარმოებ, გამის სიმწირე აინუნში მისაღებიც არაა. ყოველ შემთხვევაში, იაპონური კომპანიისთვის, რადგან სწორედ ამ პატარა ავტომობილის წყალობით, „სუზუკიმ“ ალბიონზე გაყიდვების რეკორდი მოხსნა. გასული წლის განმავლობაში, „სუზუკიმ“ კუნძულებზე 33 000 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 33 პროცენტით მეტია. ამგვარად, ბრიტანეთში „სუზუკი“ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია გახდა.
იაპონური კომპანიის მეორე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი, პატარა „ალტოა“, რომელსაც გამაში „სვიფტზე“ დაბლა უკავია ადგილი. ეს ავტომობილი, რომელიც 6 000 გირვანქა სტერლინგი ღირს, 13 600-მა ბრიტანელმა შეიძინა.
„სუზუკი“ აცხადებს, რომ გაყიდვების ზრდის ტემპი წელსაც შენარჩუნდება. განსაკუთრებით კი პირველ კვარტალში, რადგან მარტამდ ავტომობილები დღგ-ს გარეშე გაიყიდება. ეს კი ნიშნავს, რომ 1.0-ლიტრიანი SZ2 ძრავით აღჭურვილი „სპლეში“ 7 999 გირვანქა სტერლინგი ეღირება, 1.2-ლიტრიანი SZ2 ძრავიანი „სვიფტი“ კი - 8 999 გირვანქა სტერლინგი. სხვათა შორის, „სუზუკი“ ბრიტანულ ბაზარზე ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მყიდველს 9 000 გირვანქა სტერლინგზე იაფად ღირებულ სამ ავტომობილს სთავაზობს.

No comments:

Post a Comment