Friday, December 6, 2013

„ჰონდა სივიკი“ WTCC-ს რბოლებისთვის

Honda Teases Sweet Looking 2014 Civic WTCC Racer
6 დეკემბერი
ტურინგის კლასში მსოფლიო ჩემპიონატში (WTCC) მონაწილეობისთვის, „ჰონდა“ განახლებულ „სარბოლო ცხენს“ გამოიყვანს, რომელიც „სივიკის“ ბაზაზე მოამზადა. ცვლილებები, რომლებიც ავტომობილის კონსტრუქციაში იაპონურმა კომპანიამ შეიტანა, მეტწილად ახალი ტექნიკური რეგლამენტის შედეგია, რომლებიც მომავალი სეზონიდან შევა ძალაში.
პირველ რიგში, შეიცვალა ავტომობილის ძარა, რომელსაც გაგანიერებული საბორბლე თაღები აქვს, რათა მათში უფრო დიდი ზომის ბორბლები მოთავსდეს. მანქანას უკან უფრო დიდი სპოილერი დაუყენეს. გაზრდილია ძრავის სიმძლავრე, თუმცა „ჰონდას“ მისი მახასიათებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია. ცნობისათვის, წინა „სივიკი“, რომლითაც იაპონური კომპანია WTCC-ს ჩემპიონატში მონაწილეობდა, ოთხცილინდრიანი 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი.
ახალ სეზონში, „ჰონდას“ საქარხნო მხარდაჭერით, გუნდი „JAS მოტორსპორტი“ ორი მანქანით იასპარეზებს. ერთის საჭესთან იტალიელი გაბრიელე ტარკვინი დაჯდება, მეორისა კი - პორტუგალიელი ტიაგუ მონტეირუ. გარდა ამისა, „სივიკებით“ სხვა გუნდებიც (ზენგო მოტორსპორტი და პროტიმ რეისინგი) იასპარეზებენ.

No comments:

Post a Comment