Friday, December 6, 2013

„აუდი“ დეტროიტში პატარა ქროსოვერს წარადგენს

New Audi Compact Crossover Set for Detroit Show
6 დეკემბერი
ახლახანს „აუდიმ“ დაადასტურა, რომ თავისი ყველაზე პატარა უგზოობის ავტომობილ Q1-ის გამოშვებას გეგმავს. და როგორც ირკვევა, ამით მისი ქროსოვერული პროგრამა არ ამოიწურება. გერმანულმა კომოანიამ გაავრცელა თავისი კიდევ ერთი ახალი ავტომობილის, სამკარიანი კომპაქტური ქროსოვერის ესკიზები, ავტომობილისა, რომელსაც კონცეპტუალური სახით, პირველად დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგენს.
ინგოლშტადტელები არ აზუსტებენ ამ ავტომობილის სახელს. თუმცა წინასწარ გვამცნობენ, რომ მისი სახით, კომპანიის ახალი კორპორატიული სტილის ელემენტებს ვიხილავთ. სწორედ ამავე სტილში შესრულდება მომავალი კომპაქტური ქროსოვერი Q1.
„შოუქარი, რომელსაც დეტროიტში წარვადგენთ, „აუდის“ დიზაინის დახვეწის მუდმივი პროცესის მორიგი გამოვლინებაა. მისი სახით, მომავალი მოდელების ვიზუალურ თავისებურებათა მთელ დასტას იხილავთ. ეს არის „აუდის“ ტიპიური ყველგანმავალი, „შუტინგ ბრეიკ“ ძარით“, - ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ რელიზში.
კონცეპტუალური სამკარიანი ქროსოვერის სიგრძე 4 200 მილიმეტრია, რაც 185 მილიმეტრით ნაკლებია ქროსოვერ Q3-ის სიგრძეზე. კომპანია ასევე გვიმხელს, რომ კონცეპტუალური ქროსოვერი ელექტრომობილია, რის ნიშნადაც, მისი სახელი შეიცავს სიტყვა e-ტრონს. ამ მეტსახელით, გერმანული კომპანია თავის ელექტრომობილებს და პლაგ-ინ ჰიბრიდებს გვაცნობს. უფრო მეტ ინფორმაციას „აუდი“ ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს.

No comments:

Post a Comment