Thursday, November 14, 2013

„ფოლკსვაგენს“ 2.64 მილიონი ავტომობილის სარემონტოდ გამოხმობა მოუწევს

VW recalling 2.64M vehicles worldwide over engine, light issues
14 ნოემბერი
ასე ხდება, როდესაც ამბიციები შესაძლებლობებს აღემატება. „ფოლკსვაგენს“ თავისი ყველა ბრენდით, მსოფლიო ლიდერობა აქვს მიზნად დასახული. და საქმეს ისეთი პირი უჩანს, მალე მიაღწევს კიდეც მას. მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რიცხვებზე და ამბიციებზე გამოდევნებას ხარისხის გაუარესება მოჰყვება ხოლმე. ასე მოუვიდა „ტოიოტას“, რომელსაც მსოფლიო ლიდერობის ხელში ჩაგდების შემდეგ, სხვადასხვა უწესივრობის გამო, მილიონობით ავტომობილის უფასო რემონტზე გახმობამ მოუწია. და როგორც ჩანს, ამავე გზაზეა „ფოლკსვაგენიც“...
ახლახანს მოგიყევით იმაზე, რომ უგზოობის „ტიგუანზე“ გარე განათების ხშირი და მოულოდნელი გათიშვების გამო, აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციამ (NHTSA) გამოძიება დაიწყო. და როგორც ირკვევა, ეს ერთადერთი წუნი არაა, რომლებიც გერმანული კომპანიის ავტომობილებს აღმოაჩნდათ. ვოლფსბურგელთა რეპუტაციაზე გაცილებით უარესად იმოქმედებს ის ფაქტი, რომ მათი ნაქები შვიდსაფეხურიანი DSG-ტრანსმისია არც ისე საიმედოა.
საქმე კი არც ისე რთულად ყოფილა. როგორც ირკვევა, ამ ტრანსმისიაში შესაცვლელია სინთეტიკური ზეთი, რომლის ნაცვლადაც მინერალურს ჩაასხამენ. „ფოლკსვაგენის“ მიერ გამოქვეყნებულ რელიზში წერია, რომ სისტემა სტოპ-ენდ-გოუს ხშირი მოქმედებისას, ძლიერი დატვირთვის დროს, ან ძლიერ სიცხეში, ელექტრონიკა მწყობრიდან გამოდის. ამის მიზეზად კი რატომღაც (განმარტებული არაა) სინთეტიკური ზეთი დასახელდა.
ამ მიზეზით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ით აღჭურვილი 1.6 მილიონი ავტომობილი უკანაა გასახმობი. მათ შორის, როგორც ბლუმბერგი იუწყება, 640 000 ცალი ჩინეთის ბაზარზეა გაყიდული, ეს კი „ფოლკსვაგენისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. საინტერესოა ისიც, რომ ამ ტრანსმისიას „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალი სხვა ბრენდები - „აუდი“, „შკოდა“ და „სეატიც“ იყენებენ. ეს ტრანსმისია, ახალი „გოლფის“ ერთ-ერთ მთავარ ღირსებადაცაა მიჩნეული, ეს კი ვოლფსბურგული გიგანტის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია.
საინტერესოა ისიც, რომ განათებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „ფოლკსვაგენს“ 800 000 ცალი „ტიგუანის“ გამოხმობა მოუწევს. მარტო ამერიკის ბაზარზე, რემონტს მხოლოდ 61 000 ცალი „ტიგუანი“ ექვემდებარება. არსებობს მესამე უწესრიგობაც, რომლის გამოც გერმანულ კომპანიას 239 000 ცალი პიკაპ „ამაროკის“ უფასო რემონტი მოუწევს. ეს მიზეზი საწვავის გაჟონვაა...

No comments:

Post a Comment