Thursday, November 14, 2013

„სუბარუ“ ლოს ანჯელესში კონცეპტუალურ „ლეგასის“ წარადგენს

2015 Subaru Legacy Concept Unveiled Ahead of LA Debut
14 ნოემბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, „სუბარუ“ კონცეპტუალურ სედან „ლეგასის“ წარადგენს, რომელიც კომპანიის განცხადებით, მოდელ „ლეგასის“ ბაზარზე გამოსვლიდან 25 წლის იუბილეს უკავშირდება და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამ მოდელის სტილის მომავალსაც წარმოგვიდგენს.

თუმცა, „სუბარუს“ ერთი უცნაურობა დასჩემდა - მისი კონცეპტუალური ავტომობილების სტილი, თითქმის ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ მათი სერიული ვერსიები ხშირად გაუფერულებულია ხოლმე. მაგალითისთვის ლოს ანჯელესშივე სამი წლის წინ ნაჩვენები კონცეპტუალური „იმპრეზა“ და წლევანდელი WRX კმარა, რომლების სერიულ ვერსიებსაც კონცეპტუალურის მიმზიდველობა აკლია...
ნებისმიერ შემთხვევაში, კონცეპტუალური „ლეგასი“ ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. ფაქტობრივად, ის ოთხკარიანი კუპეა - კუპეს შთაბეჭდილებას მშვილდივით მოხრილი სახურავი ქმნის. ავტომობილს „სუბარუს“ ახალი სტილის რადიატორი და ფარები აქვს და მთლიანობაში, საკმაოდ აგრესიულ იერზეა. ამასთან, კონცეპტუალური „ლეგასი“, ახლანდელ სერიულ „ლეგასიზე“ გაზრდილიცაა. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4 930 მილიმეტრი (200 მილიმეტრით გაიზარდა), სიგანე 1 940 მილიმეტრი (160 მილიმეტრით მეტი), სიმაღლე 1 500 მილიმეტრი (5 მილიმეტრით დაბალი). ბორბლებს შორის ბაზა 2 880 მილიმეტრია (130 მილიმეტრით მეტი).
ჯერჯერობით, იაპონური კომპანია კონცეპტალური „ლეგასის“ ინტერიერის ფოტოებს არ ავრცელებს. სავარაუდოდ, მასში ოთხი სავარძელი განლაგდება და უმაღლესი ხარისხის მასალებით იქნება გაწყობილი. ამასთან, რელიზში აღნიშნულია, რომ სალონი „უმაღლესი ფუნქციონალურობით გამოირჩევა“. ასევე ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ძრავითაა აღჭურვილი კონცეპტი და რა მონაცემები აქვს მას. სამაგიეროდ, გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი სიმეტრიული სრულ ამძრავიანი სისტემით და უსაფრთხოების სისტემა „აისაით-ითაა“ აღჭურვილი.
სავარაუდოდ, ახალი ლეგასი ბაზარზე მომავალ წელს გამოვა.

No comments:

Post a Comment