Thursday, October 3, 2013

ოჟიემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაინაღდა

Rally France: Sebastien Ogier secures first WRC title
3 ოქტომბერი
სებასტიან ოჟიემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, საფრანგეთის რალის პირველივე დღის სუპერ სპეცმონაკვეთის შემდეგ გაინაღდა. ეს მაშინ მოხდა, როცა ესპანელმა დანი სორდომ ეს ჩქაროსნული მონაკვეთი მოიგო და უკან ჩამოიტოვა ოჟიეს მთავარი კონკურენტი, ბელგიელი ტიერი ნოივილი.
უნდა ითქვას, რომ ოჟიესთვის საშინაო რბოლაშივე ტიტულის განაღდებაში ხელის შეშლა ნოივილს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ ფრანგი რბოლას უქულოდ დაასრულებდა, ნოივილი კი რბოლაში გამარჯვების გარდა, სუპერ სპეც მონაკვეთსაც მოიგება და თავის ქულათა მარაგს, ბონუს ქულებით შეავსებდა. ჩემპიონობისთვის კი ბელგიელს ასეთი შედეგის ესპანეთსა და ბრიტანეთში გამეორებაც სჭირდებოდა. მოკლედ, შეუსრულებელი მისია ჰქონდა...
ტყუილად გარჯა არც მოუწია. „სიტროენით“ მოასპარეზე სორდომ, „ფორდით“ მოასპარეზე ნოივილს სულ რაღაც, 0.7 წამით აჯობა. მოკლედ, „ფოლკსვაგენის“ ბანაკში ზეიმი მანამ დაიწყო, სანამ ოჟიე საჭეს მიუჯდებოდა. ფრანგისთვის ხელი არც ტრიუმფალურ ეიფორიას შეუშლია - მან ჩქაროსნული ეტაპი მესამე დროით დაასრულა.
მხოლოდ მეშვიდე დრო აჩვენა ლეგენდარულმა სებასტიან ლოებმა, ვისთვისაც ეს ბოლო რბოლაა რალის მსოფლიო ჩემპიონატზე. შეგახსენებთ, რომ მომავალ სეზონში ის ტურინგის კლასში მსოფლიო ჩემპიონატზე (WTCC), ისევ „სიტროენის“ ავტომობილით იასპარეზებს.

No comments:

Post a Comment