Tuesday, October 1, 2013

„ნისანმა“ ნახევრად ავტონომიურ „ლიფზე“ საგზაო სერტიფიკატი მიიღო

Semi-autonomous Nissan Leaf certified for road use in Japan
1 ოქტომბერი
„მერსედეს-ბენცის“ და რამდენიმე სხვა კომპანიის მსგავსად, „ნისანს“ ავტონომიური ავტომობილების წარმოების დაწყება აქვს დაგეგმილი (2020 წელს) და თავის მიზანს თანდათან უახლოვდება. ახლახანს მორიგი ნაბიჯი გადაიდგა წინ - იაპონურმა კომპანიამ, ნახევრად ავტონომიური „ლიფის“ საერთო სარგებლობის გზებზე ტესტირების სერტიფიკატი მიიღო.

სერტიფიკატის სახით „ნისანს“ გადაეცა სანომრე დაფა, რომელიც დამხმარე სისტემების იაპონიის გზებზე ტესტირების უფლებას იძლევა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამომავალი მზის ქვეყანაში, მსგავსი ტექნოლოგიის გამოცდა ჩატარდება. ალბათ დამთხვევაა, რომ სალიცენზიო დაფის ნომერი 2020-ია.
მართალია, ეს ავტომობილი არ არის სრულიად ავტონომიური, მაგრამ მასზე იმ კომპონენტების ტესტირება ჩატარდება, რომლებიც „ნისანის“ თვითმავალი ავტომობილის შექმნამდე მიიყვანს. ამ სისტემებს შორისაა მაგისტრალიდან გასვლის, ზოლში დარჩენის, საჭიროების შემთხვევაში, ზოლების შეცვლის, წითელ შუქზე გაჩერების, გაჩერებული, ან ნელი მანქანის გასწრების სისტემები.
გარდა იმისა, რომ საერთო სარგებლობის გზებზე ტესტირების უფლება მიიღო, „ნისანი“ ასევე ოპამაში (იაპონია) ააგებს სპეციალურ პოლიგონს, რომელიც ავტონომიური ავტომობილების გამოცდებს მოემსახურება. თუმცა, საერთო გზებზე ტესტირებას მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

No comments:

Post a Comment