Wednesday, September 11, 2013

„ფორდის“ ახალი პრემიუმ ქვე-ბრენდის პირველი ჩვენება

Ford Tries Luxury Again with Mondeo Vignale Concepts Previewing New Sub-Brand
11 სექტემბერი
ის გერმანული და ფრანგული კომპანიები, რომლებიც ადრე მხოლოდ „სახალხო“, ხელმისაწვდომი ავტომობილების წარმოებაზე იყვნენ სპეციალიზებული, პრემიუმ და ეგრეთ წოდებულ ქვე-პრემიუმ სეგმენტში შეღწევას ცდილობენ. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ პრემიუმში მაღალი მარჟები და შესაბამისად, მეტი მოგებაცაა. ოღონდ, მთავარია მყიდველს ისეთი პროდუქტი შესთავაზო, რომ ამ სეგმენტს შეესაბამებოდეს. თანც, ამისათვის სპეციალური ქვე-ბრენდი უნდა შექმნა, ან ძველი აღადგინო, რათა წარუმატებლობის შემთხვევაში, ძრითად ბრენდს ზიანი არ მიადგეს...
როგორც ჩანს, „ფორდმა“ სწორედ ეს გზა აირჩია და ამის დასტურად, ფრანკფურტის შოუზე კონცეპტუალური სედანი/უნივერსალი „მონდეო ვინიალე“ წარადგინა, ავტომობილი, რომელიც სწორედ ახალი ქვე-ბრენდის პირველი მერცხალი უნდა გახდეს. მის სახელად კი ცისფერმა ოვალმა ატელიე „ვინიალეს“ სახელი აირჩია, რომელიც დიდი ხანია, მის საკუთრებას წარმოადგენს. იგივე წარმატებით შეიძლებოდა, ამ მიზნით სახელ „გიას“ გამოყენება - ესეც იტალიური ატელიეა, რომელიც ადრე „ფორდის“ ავტომობილებს ხვეწდა, ახლა კი მხოლოდ უკეთესი ინტერიერის შემუშავებაზეა სპეციალიზებული.
ფრანკფურტში „მონდეო ვინიალეს“ სახელით წარდგენილი სედანი და უნივერსალი, მათთვის დამახასიათებელი გარეგნული ელემენტებით გამოირჩევა. ისინი უფრო მაღალი ხარისხის მასალებითაა გაწყობილი და კომპლექტაციის სიმდიდრითაც გამოირჩევა. გარდა ამისა, ცისფერი ოვალი „ვინიალეს“ სახელით გაყიდული ავტომობილების მფლობელებსაც სპეციალურ მომსახურებასაც შესთავაზებს. გარდა ამისა, ასეთი ავტომობილების მყიდველს, ავტომობილის ფლობის პერიოდში, მის უფასო რეცხვას (რა თქმა უნდა, სერვის ცენტრებში) და სპეციალურ ღონისძიებებზე მიწვევებს (ასევე უფასოდ) შესთავაზებენ.
 „ჩვენი ხედვა ისეთია, რომ „ვინიალეს“ პროდუქციის მყიდველს, უფრო მაღალი დონის და ხარისხის მომსახურებას შევთავაზებთ. ჩვენ გვინდა, „ფორდისთვის“ რაღაც განსაკუთრებული შევქმნათ, რაც მომხმარებელს უმაღლეს ხარისხსა და შესრულების დონის შესრულებას შესთავაზებს“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ დიზაინის აღმასრულებელი დირექტორი მარტინ სმიტი.
ამერიკული კომპანიის ევროპული შტოს მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტი გაეტანო თორელი კი დასძენს, რომ „ფორდ ვინიალეს“ პრემიუმ მომსახურება, ისეთი მომხმარებლისთვის იქნება სასურველი, რომლისთვისაც დრო განსაკუთრებული ფუფუნებაა. „ისინი ჩვენთან პრივილეგირებულად იგრძნობენ თავს იმ მომენტიდან, როცა ჩვენს კარს გააღებენ“.

No comments:

Post a Comment