Monday, September 2, 2013

რიკიარდო „რედ ბულში“ გადავიდა

Red Bull confirms Daniel Ricciardo for F1 2014
2 სექტემბერი
დანიელ რიკიარდო მომავალი სეზონიდან სებასტიან ფეტელის თანაგუნდელი იქნება. ეს ინფორმაცია, ტელეარხ „სერვუს TV ჩენელის“ პირდაპირ ეთერში, „რედ ბულის“ ავტოსპორტულმა მრჩეველმა ჰელმუტ მარკომ გამოაცხადა. ავსტრიულ გუნდში, რიკიარდ თავის ავსტრალიელ თანამემამულე მარკ ვებერს შეცვლის, რომელიც მომავალი სეზონიდან, „პორშეს“ პროტოტიპით ლე მანის სერიის რბოლებშ მიიღებს მონაწილეობას.
„რედ ბულში“ რიკიარდოს გადასვლა მას შემდეგ იყო მოსალოდნელი, რაც კიმი რაიკონენის მენეჯერმა სტივ რობერტსონმა გამოაცხადა, რომ წითელ ხარებთან მისი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. შემდგ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიკიარდ მილტონ კინსში იმყოფებოდა, რათა იქ მომავალი წლის მანქანის კოკპიტი, მისი აღნაგობისთვის მოერგოთ.
შეგახსენებთ, რომ უკვე ორი სეზონია, რიკიარდო „რედ ბულის“ ახალგაზრდული გუნდის, „ტორო როსოს“ (იტალიურად ესეც წითელ ხარს ნიშნავს) მანქანით ასპარეზობს. უფრო ადრე კი ის „ისპანია რეისინგის“ წევრი იყო. სხვათა შორის, „რედ ბულში“ სწორედ „ტორო როსოდან“ გადავიდა ფეტელიც.
„ძალიან, ძალიან კარგ განწყობაზე ვარ. ფორმულა ერთში 2011 წლიდან ვარ და მას შემდეგ ეჭვიც კი არ მეპარებოდა იმაში, რომ ეს დღეც დადგებოდა. კარგი შედეგები მქონდა და „რედ ბულმაც“ გადაწყვიტა, რომ მათი შესაფერისი ვარ. სულ ეს არის. მომავალი სეზონიდან, ჩემპიონ გუნდში ვიქნები და იმედი მაქვს, რომ საკუთარ შესაძლებლობებს სრულად გამოვავლენ. მე ამისთვის მზად ვარ. აქ იმისთვის არ მოვდივარ, რომ მეათე ადგილზე გავიდე ხოლმე. მინდა, საუკეთესო ადგილები დავიკავო ჩემთვის და გუნდისთვის. მინდა, გუნდს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ შანსი მომცა. მე ამ გუნდის სარეზერვო პილოტი 2010 წლიდან ვარ და მას კარგად ვიცნობ. ამიტომ, გარდამავალი ეტაპი ძნელი არ იქნება. სებასტიანის თანაგუნდელობა დიდი გამოწვევაა და მე მისთვის მზად ვარ“, - განაცხადა რიკიარდომ.

No comments:

Post a Comment