Thursday, September 5, 2013

ახალი კალენდარი 21 რბოლით

New Jersey out, Mexico in as 2014 calendar emerges
5 სექტემბერი
ფორმულა ერთის გუნდბსა და ტელემაუწყებლებს, რომლებიც რბოლების პირდაპირ რეპორტაჟებს გადასცემენ, დაურიგდათ მომავალი სეზონის კალენდრის მუშა ვერსია, რომელშიც ფ1-ის ისტორიაში პირველად, 21 ეტაპია შეტანილი. დიდი პრიზების ცირკი დაუბრუნდება მექსიკასა და ავსტრიას, პირველად ჩავა რუსეთში. სამაგიეროდ, კვლავ გვერდს აუვლის ნიუ ჯერსის.
მართალია, კალენდარში 21 ეტაპია, მაგრამ ბერნი ეკლსტოუნი აღიარებს, რომ ერთი მათგანი უნდა ამოვარდეს. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რომელს არ გაუმართლებს. ეს ინფორმაცია როიტერსის სააგენტოს ერთ-ერთი საჯინიბოს ხელმძღვანელმა გაუმხილა, რომელმაც ცინაობის გამხელა არ ისურვა.
თუმცა, გამორიცხული არც ისაა, რომ კალენდარი ამ სახითვე დამტკიცდეს. ამ თემაზე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) გამსვლელ სხდომას ხორვატიაში, სექტემბრის ბოლოს ჩაატარებს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც იქ მიიღებს. თუმცა ეს სათუოა, რადგან გუნდები ყოველთვის წუწუნებენ იმაზე, რომ რბოლების რაოდენობის გაზრდა, მათ ხარჯებს და პრობლემებს უმატებს.
სამი ეტაპის გასწვრივ ვარსკვლავია დასმული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ფორმულა ერთის მთავარ პრომოუტერ ეკლსტოუნთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებიათ. კალენდარში ვერ მოხვდა ინდური ეტაპი, რომელიც ერთი წლით „დაასვენეს“. სავარაუდოდ, ის შემდგომ სეზონში ისევ დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ მექსიკური ეტაპი ფ1-ის კალენდარს 1992 წლიდან (ძმებ როდრიგესების სახელობის ტრეკზე ბოლოს გამარჯვება ნაიჯელ მენსელმა მოიგო) აკლია, ავსტრიული კი ბოლოს 200400 წელს ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ბაჰრეინს სეზონის გახსნითი რბოლის მასპინძლობა სურდა, მაგრამ საბოლოოდ, კალენდარში მხოლოდ მეხუთე ადგილზეა. პირველი კი ისევ ავსტრალიაა. ჩემპიონატი ისევ ბრაზილიაში მთავრდება.


2014 წლის კალენდრის წინასწარი ვარიანტი
16 მარტი - ავსტრალია (მელბურნი)
23 მარტი - მალაიზია (სეპანგი)
6 აპრილი - ჩინეთი (შანჰაი)
13 აპრილი - კორეა (მოკპო)
27 აპრილი - ბაჰრეინი (ბაჰრეინი)
11 მაისი - ესპანეთი (ბარსელონა)
25 მაისი - მონაკო (მონტე კარლო)
8 ივნისი - კანადა (მონრეალი)
22 ივნისი - ავსტრია (შპილბერგი)
6 ივლისი - ბრიტანეთი (სილვერსტოუნი)
20 ივლისი - გერმანია (ჰოკენჰაიმი)
27 ივლისი - უნგრეთი (ბუდაპეშტი)
24 აგვისტო - ბელგია (სპა-ფრანკორშანი)
7 სექტემბერი - იტალია (მონცა)
21 სექტემბერი - სინგაპური (სინგაური)
5 ოქტომბერი - იაპონია (სუზუკა)
19ოქტომბერი - რუსეთი (სოჭი)
26 ოქტომბერი - აბუ დაბი (აბუ დაბი)
9 ნოემბერი - მექსიკა (მეხიკო სიტი)
16 ნოემბერი - აშშ (ოსტინი, ტექსასი)
30 ნოემბერი - ბრაზილია (სან პაულუ)

No comments:

Post a Comment