Thursday, September 5, 2013

„რენომ“ პრემიუმ კონცეპტის ტიზერი გაავრცელა

Renault Teases New Premium Concept Car Prior to Frankfurt Motor Show
5 სექტემბერი
როგორც ჩანს, „რენომ“ მაინც გადაწყვიტა პრემიუმ სეგმენტის ავტომობილების წარმოება. ან ამ საკითხის შესწავლის პროცესშია და ამისათვის, შესაბამისი კონცეპტუალური ავტომობილი შეიმუშავა, რომელსაც პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგენს.
ფრანგლმა კომპანიამ ამ ავტომობილის ჯერ მხოლოდ ფოტო ტიზერი გაავრცელა, რომელზეც წინა ფარია ასახული. არც მის სახელზე, არც ძარის ტიპსა და ზომებზე ლაპარაკი არაა. ყველა ამ ინფორმაციას რომბები ფრანკფურტული ფორუმისთვის ინახავენ, სადაც პრესის დღეებში, მთელი მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ჟურნალისტები მოიყრიან თავს.
ადრე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ „რენო“ სპეციალურ, პრემიუმ ბრენდს ჩამოაყალიბებდა (თანაალიანსელი ნისანის მსგავსად, რომელმაც პრემიუმ ბრენდი ინფინიტი შექმნა), რომლის მეშვეობითაც პირველ რიგში, გერმანულ კომპანიებს გაუწევდა კონკურენციას. სხვათა შორის, „დაიმლერთან“ პარტნიორული ხელშეკრულება ამ მიმართულებასაც ითვალისწინებდა. შემდეგ გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ფრანგულმა კომპანიამ, ალბათ უფრო ფინანსური კრიზისის გამო, ამ პროექტის შეყოვნება გადაწყვიტა.
მოკლედ, დაწვრილებით ინფორმაციას ამ ავტომობილზე ფრანკფურტის მოტორ შოუზე შევიტყობთ, რომელიც 10 სექტემბერს გაიხსნება.

No comments:

Post a Comment