Saturday, September 7, 2013

„დატსანი“ მეორე ავტომობილს 17 სექტემბერს გვიჩვენებს

Datsun Announces New Model to Be Revealed on September 17
7 სექტემბერი
ახლახანს აღდგენილმა ბრენდმა „დატსანმა“ თავისი პირველი ავტომობილი, სახელად „გოუ“, ცოტა ხნის წინ გაგვაცნო, რომელიც „ნისანის“ ძველ არქიტექტურის მოდიფიცირებულ ვერსიაზეა ბაზირებული და აი, იაპონური საბიუჯეტო ბრენდი უკვე თავის მორიგ სიახლეს გვთავაზობს. 17 სექტემბერს ინდონეზიაში იაპონური კომპანია სწორედ ამ ავტომობილის პრეზენტაციას ჩაატარებს. ინდონეზიაში იმიტომ, რომ ავტომობილი ამ ქვეყნის ბაზრისთვისაა განკუთვნილი.
ჯერჯერობით, „დატსანი“ ამ ავტომობილის სახელს და მახასიათებლებს საიდუმლოდ ინახავს. მათ პრეზენტაციაზე გაგვაცნობს. ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ეს ავტომობილი 100 მილიონ ინდონეზიურ რუპიაზე (დაახლოებით 8 620 დოლარზე) ნაკლებია. კუნძულოვანი ქვეყნის ბაზარზე „დატსანი“ ამ ავტომობილს მომავალი წლის ბოლოს შეიტანს. კომპანია მერმისს ინდონეზიაში სულ ორი ავტომობილის გაყიდვების დაწყებას გეგმავს და რადგან მეორე „გოუ“ არაა, ეს ნიშნავს, რომ მალე კიდევ ერთ სიახლეს გაგვაცნობს.
ცნობისათვის, „დატსან გოუ“ 6 700 დოლარის ექვივალენტი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ავტომობილი მასზე დიდიც იქნება და უკეთაც აღჭურვილიც. არც ისაა გამორიცხული, რომ ეს „გოუს“ სედანისძარიანი ვერსია იყოს...

No comments:

Post a Comment