Friday, August 9, 2013

კუბიცა შეიძლება WRC-ში გადავიდეს

Citroen says works WRC drive is possible for Robert Kubica
9 აგვისტო
მალე შესაძოა, რობერტ კუბიცა რალის მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლეს კატეგორიაში გადავიდეს, სადაც „სიტროენის“ DS3 WRC-თი იასპარეზებს. ამის შესახებ, თვით „სიტროენის“ გუნდის შეფმა ივ მატონმა განცხადა. როგორც ცნობილია, ფორმულა ერთის პოლონელი ვარსკვლავი ფრანგული კომპანიის მანქანით, სერია WRC 2-ის ცალკეულ რბოლებში ასპარეზობს, სადაც კარგი შედეგები აქვს.
მატონი ამბობს, რომ კუბიცას შედეგები (ორი მოგება და ერთი მეორე ადგილი) იძლევა იმის საშუალებას, რომ მას უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობის საშუალება მიეცეს. უფრო მეტიც, მომავალი სეზონისთვის, თუ ფ1-ში არ დაბრუნდა (ამის დიდი შანსია), მისი მიწვევა „სიტროენის“ საქარხნო გუნდს სურს, რომელსაც წლების განმავლობაში, ლეგენდარულ ფრანგ სებასტიან ლოებთან ერთად, ბადალი არ ჰყავდა.
„ამ ეტაპზე, რობერტი WRC 2-ის ტიტულისთვის იბრძვის და ამ ეტაპზე, მისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ ტიტულს სეზონის დასრულებამდე გაინაღდებს, მაშინ ხელს არაფერს გვიშლის იმაში, რომ WRC-ს მანქანაზე გადავიყვანოთ. ამ ეტაპზე, ჩვენ და ის ამაზე არ ვფიქრობთ, მაგრამ ეს სრულიად შესაძლებელია“, - ამბობს მატონი და დასძენს, რომ მომავალი სეზონისთვის პილოტებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გერმანული ეტაპის შემდეგ მიიღებს.
„თუ რობერტი ისევე გააგრძელებს ასპარეზობას და განვითარებას, როგორც ბოლო რბოლებში, მაშინ ვიტყვი, რომ ნორმალური იქნება, თუ მას მომავალ ჩემპიონატში რამდენიმე რბოლაში ჩვენი მანქანით ასპარეზობის საშუალებას მივცემთ. არ ვამბობ მთელ სეზონს. ეს მასზე იქნება დამოკიდებული“, - ამბობს „სიტროენის“ შეფი.
კუბიცამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ესპანეთში WRC-ს უმაღლეს სერიაში იასპარეზებს. და ისიც არ იცის, მომავალ სეზონში რას გააკეთებს. თუმცა დასძენს, თუ რალიში დარჩენას გადავწყვეტ, ეს WRC იქნებაო.

No comments:

Post a Comment