Friday, August 9, 2013

„კია“ ფრანკფურტში პატარა კონცეპტუალურ ქროსოვერს გვიჩვენებს

Kia to Gauge Reactions for a Nissan Juke Rival with New Concept Model
9 აგვისტო
სუბკომპაქტური ქროსოვერების სეგმენტის პოპულარობა სწრაფად იზრდება. ეს „ნისან ჯუკის“ და მისი კონკურენტების დამსახურებაა. და ბუნებრივია, მზარდი სეგმენტი იმ კომპანიების ყურადღებასაც იქცევს, რომლებსაც სამოდელო გამაში ეს ადგილი ცარიელი აქვთ. მათ შორისაა „კიაც“, რომელიც ფრანკფურტის მოტორ შოუზე სწორედ ამ სეგმენტის კონცეპტუალურ ავტომობილს გამოფენს.
ავტომობილს უცნაური სახელი - KED 10 შეარქვეს. ყოველ შემთხვევაში, კორეულ კომპანიას ის ფოტო ტიზერებთან ერთად არ გამოუქვეყნებია. „კიას“ განმარტებით, ეს არის „მხიარული და იმავდროულად უშიშარი, უტიფარი და მკვრივი“ ავტომობილი, რომელიც შესაძლოა, კონვეიერზეც დადგეს.
ავტომობილი „კიას“ ევროპულ ცენტრშია შემუშავებული და სწორედ ევროპელი მყიდველის მოთხოვნების შესაბამისადაა გაწყობილი. ფოტო ტიზერების მიხწდვით შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ფუტურისტულ სტილშია შესრულებული. ფოტოების და მწირი განმარტების გარდა, კორეული კომპანია ამ კონცეპტზე ჯერჯერობით სხვას არაფერს ამბობს.
ფრანკფურტის მოტორ შოუს „კია“KED 10-ზე საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად გამოიყენებს. და სასურველი გამოხმაურების მიღების შემთხვევაში, მის წარმოებას მწვანე შუქს აუნთებს.

No comments:

Post a Comment