Wednesday, July 3, 2013

„ნისანი“ საკუთარი, უკეთესი „ტვიზის“ გამოშვებას აპირებს

Nissan Wants Its Own, Better Renault Twizy EV
3 ივლისი
„რენო ტვიზი“ ძალიან უცნაური გარეგნობის, პატარა, ორადგილიანი ავტომობილია, უფრო სწორედ, ელექტრომობილია. მისი პარკირება წარმოუდგენლად მარტივია, ის ადვილად მანევრირებს ვიწრო, ან გადატვირთულ ქუჩებში, არ აქვს გამონაბოლქვი. მაგრამ ნაკლიც საკმარისად აქვს. მაგალითად, სვლის შეზღუდული სიშორე და ელემენტების ბლოკის ძვირი ლიზინგი. და არის ნაკლებად პრაქტიკული ავტომობილი.

„ტვიზის“ ნაკლების გამოსწორებას, ფრანგული კომპანიის თანაალიანსელი, იაპონური კომპანია „ნისანი“ აპირებს. ოღონდ, საკუთარ ავტომობილზე. ამ ინფორმაციას გამოცემა „ავტონიუს იუროპი“ ავრცელებს, რომელსაც ამის შესახებ, „ნისანის“ წარმოების სტრატეგიისა და დაგეგმარების შეფმა, ეტიენ ანრიმ უამბო. მან თავი შეიკავა ახალი ავტომობილი „ტვიზისთან“ და კონცეპტუალური (2009 წლის) „ნისან ლენდ გლაიდერთან“ (ფოტოზე) შედარებისგან. თუმცა აღიარა, რომ „ნისანის“ პატარა ელექტრომობილი, „ტვიზიზე“ სრულყოფილი იქნება.
ანრი ამბობს, რომ „ლენდ გლაიდერი“ ძალიან საინტერესო კონცეპცია იყო, რომელშიც რამდენიმე რთული და მნიშვნელოვანი ტექნოლოგია გამოიყენეს. ოღონდ, არ დასძენს, ამ ტექნოლოგიებიდან რომლები გადავა სერიულ ავტომობილზე და რამდენად დაემსგავსება ის კონცეპტუალურ ელექტრომობილს.
„ლენდ გლაიდერის“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვისება ისაა, რომ მას მოსახვევებში დახრა შეუძლია, რითაც მანქანაზე მოქმედ ცენტრიდანულ ძალებს აბალანსებს. ამის წყალობით, იხსნება ავტომობილის ხისტი საკიდარით აღჭურვის საჭიროება. ეს კი ნიშნავს, რომ რბილი საკიდარი უფრო კომფორტულ სხვლას უზრუნველყოფს. „ტვიზის“ ერთ-ერთი სისუსტე კი სწორედ ხისტი ზამბარებია.

No comments:

Post a Comment