Wednesday, July 3, 2013

„მუსტანგმა“ ივნისის გაყიდვებში „კამაროს“ აჯობა

Ford Mustang Outsells Chevrolet Camaro in June 2013
3 ივლისი
მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელი, მეხუთე თაობის „ფორდ მუსტანგი“ ბაზარზე 2005 წლიდანაა, გაყიდვებში ის მაინც ხშირად სჯობს თავის უშუალო კონკურენტს ეგრეთ წოდებულ მასკლ ქარების კლასში, „შევროლე კამაროს“. ასე იყო მაისში და ასეა ივნისშიც. მათ მიერ გაყიდული ავტომობილების რაოდენობაში სხვაობა 2000 ცალზე ოდნავ მეტი იყო.
„ფორდმა“ ივნისში სულ 9 243 „მუსტანგი“ გაჰყიდა, რაც 9.9 პროცენტით ნაკლებია შარშანდელი ივნისის მაჩვენებელზე. თუმცა, თავის მთავარ მეტოქეს მაინც 2007 ერთეულით აჯობა. „შევროლემ“ მხოლოდ 7 236 ცალი „კამაროს“ რეალიზება შეძლო, რაც 20.7 პროცენტით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე და 693 ცალით ნაკლები - მაისის გაყიდვებზე.
მასკლ ქარების სეგმენტში აუტსაიდერის როლში ისევ „დოჯ ჩელენჯერია“, რომელიც ივნისში მხოლოდ 5 101 ცალი გაიყიდა. თუმცა, ეს შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე 27.2 პროცენტით მეტია და მაისის გაყიდვებზე 436 ცალით ნაკლები.
წლის პირველი ექვსი თვის გაყიდვების მაჩვენებლითაც ლიდერის პოზიცია „ფორდ მუსტანგს“ ეკუთვნის, რომელიც 43 111 ცალია გაყიდული. „შევროლე კამაროს“ მაჩვენებელი 42 312 გაყიდული ავტომობილია, „დოჯ ჩელენჯერისა“ კი - მხოლოდ 29 982 ცალი.

No comments:

Post a Comment