Tuesday, July 30, 2013

ფ1-ის მომავალი სეზონის კალენდრიდან ინდური ეტაპი ამოვარდა

Indian Grand Prix dropped from Formula 1 in 2014, but back for 2015
30 ივლისი
გაირკვა ერთ-ერთი იმ ეტაპთაგან, რომლებიც მომავალი სეზონის კალენდარში აღარ შევა. ესაა ინდოეთის დიდი პრიზი, რომლის ორგანიზატორებსაც ამ სეზონშიც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ და ამის გამო, იყო ეჭვი, რომ მიმდინარე სეზონის კალენდარი 18-მდე შემცირდებოდა. ეს ინფორმაცია თვით ბერნი ეკლსტოუნმა დაადასტურა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ თუ ყველაფერი გეგმის შესაბამისად წარიმართა, ინდური ეტაპი 2015 წლის კალენდარში დაბრუნდება.


ბერნი ინდური ეტაპის კალენდრიდან ამოღების მიზეზად სულ სხვა გარემოებას ასახელებს. მისი თქმით, კალენდარში ადგილების გამოთავისუფლების მიზნით, მან ინდოეეთის დიდი პრიზის კომერციულ უფლებათა მფლობელს, კომპანია „ჯეიპის“ სთხოვა, ერთი სეზონით დაეთმო თავისი ადგილი. სანაცვლოდ, შემდგომ სეზონში, კალენდარში სასურველი ადგილის მიცემას დაპირდა. კერძოდ, „ჯეიპის“ სურს, რომ ინდური ეტაპი ოქტომბერში ტარდებოდეს, ბერნის კი ოპტიმალურ დროდ მარტი მიაჩნია, როცა კალენდარში სწორედ ინდოეთის მახლობელი ქვეყნების ეტაპებია. ამასთან, ეკლსტოუნმა ოქტომბერში უკვე გაამწესა სოჭის ეტაპი. ამგვარად, ინდოეთი ფ1-ს მხოლოდ ექვსი თვე მოისაკლისებს და 2015 წლის რბოლას მარტში მიიღებს.

No comments:

Post a Comment