Tuesday, July 30, 2013

„მაკლარენის“ და „ჰონდას“ პარტნიორობა შეიძლება ფ1-ის გასცდეს

McLaren and Honda’s F1 Engine Partnership May Extend to Road Cars
30 ივლისი
მართალია, ფორმულა ერთის მიღმა თანამშრომლობას ამ ეტაპზე ორივე კომპანია გამორიცხავს, მაგრამ დიდი შანსია იმისა, რომ „მაკლარენის“ და „ჰონდას“ პარტნიორული ურთიერთობა მომავალში საგზაო ავტომობილებსაც შეეხოს, - „ავტოქართან“ საუბარში განაცხადა „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა.
„ჩვენი კონტრაქტი მხოლოდ ფორმულა ერთს ეხება, მაგრამ ჩვენ ასევე საგზაო ავტომობილების ტექნოლოგიებით ვართ დაინტერესებულნი და ამას არც ვმალავთ. ამ ეტაპზე, საგზაო ავტომობილების პროგრამაში, სხვა საავტომობილო კომპანია ჩართული არ გვყავს და „ჰონდა“ სათანამშრომლოდ შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა“, - ამბობს უიტმარში.
თუ ორი კომპანია საგზაო ავტომობილების სფეროში პარტნიორობასაც გადაწყვეტს, მათი ერთობლივი პროდუქტის შექმნას რამდენიმე წელი დასჭირდება. ამ ეტაპზე, „მაკლარენი“ ორ ავტომობილს უშვებს: პირველად 12C-ს წარმოება დაიწყო, წელს კი ბაზარზე P1 გამოუშვა. რიგში „P13 პროჯექტია“, რომელიც შემუშავების პროცესშია. ეს ავტომობილი „პორშე 911-ის“ კონკურენტი უნდა იყოს. ამ სამივე პროექტში „ჰონდას“ მონაწილეობა უკვე გამორიცხულია. ამიტომ, როგორც უიტმარში ამბობს, „ჰონდას“ და „მაკლარენის“ პარტნიორობა ახლო მომავლის საქმე არაა.
თავის მხრივ, „ჰონდა“ და მისი ლუქს ბრენდი „აკურა“ მალე თავის სუპერ ავტომობილ NSX-ს გამოუშვებენ. გავრცელებული (ოღონდ დაუდასტურებელი) ინფორმაციით, „აკურა“ „მაკლარენ 12C-ს“ და „აუდი R8-ს“ ტესტირებას ატარებს და მიღებულ ინფორმაციას, NSX-ის შემუშავებისას იყენებს. წინასწარი ინფორმაციით, ეს ავტომობილი ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება და ის ბაზარზე 2015 წელს გამოვა.

No comments:

Post a Comment