Monday, June 24, 2013

„რენო ტვიზი“ ამჯერად სატვირთო ავტომობილად გადააკეთეს

Renault Drops the Rear Seat from the Twizy and Turns It into the Twizy Cargo Pocket Van
24 ივნისი
ალბათ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ, „რენოსპორტის“ სპეციალისტებმა, პატარა ელექტრომობილ „ტვიზის“ ფორმულა ერთის ბოლიდის ფრთები და ბორბლები მოარგეს. იმ ავტომობილმა თვით ფ1-ის სამგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელიც კი მოხიბლა. მაგრამ ამით ფრანგული კომპანიის მარკეტოლოგთა და ინჟინერთა ფატნაზია არ შემოიფარგლა. და ამჯერად მათ ეს ბორბლებიანი პეპელა საბარგო ავტომობილად გადააკეთეს...
ისევე როგორც ჩვეულებრივი „ტვიზი“, მისი „საბარგო“ ვერსიაც ფრანგულმა კომპანიამ ორ ვერსიად შეიმუშავა. თუმცა, ორივე შემთხვევაში მანქანის ტვირთამწეობა 75 კილოგრამია, საბარგულის მოცულობა კი - 18 ლიტრი. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბარგულის მოცულობის გაზრდა, უკანა სავარძლის ამოღების ხარჯზე მოხდა. ალბათ გახსოვთ, რომ „რენოსპორტის“ სპეციალისტებმა, ავტომობილში სისტემა კერს-ის ჩასატევად, ასევე უკანა სავარძელი „გასწირეს“.
შესაბამისად, „რენოსპორტის“ სპეციალისტებმა, საბარგო „ტვიზის“ (ტვიზი კარგოს) შექმნაში მონაწილეობა მიიღეს. ამასთან, პროექტზე „რენო ტექის“ ინჟინრებიც მუშაობდნენ. მათ საბარგულს უკანა კარი გაუკეთეს, რომელიც გვერდზე, 90 გრადუსით იღება და შიდა სივრცეს ადვილად მისადგომს ხდის. ასეთი ცვლილების შემდეგაც, დარჩენილი ერთადერთი სავარძელი სიგრძეზე რეგულირდება.

ფრანგული კომპანიის განცხადებით, ავტომობილი მცირე გადაზიდვებისთვისაა მოსახერხებელი. ის მისწრებაა ფოსტისა და კეიტერინგზე მომუშავე პატარა კომპანიებისთვის, ექსპრეს გზავნილების გადატანაზე სპეციალიზებული ფირმებისთვის. საფრანგეთში „ტვიზი“, როგორც ეკოლოგურად სუფთა ავტომობილი, საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს. კერძოდ, მის მყიდველს უკან დაუბრუნებენ დღგ-ს როგორც ავტომობილზე, ასევე ელემენტების ბლოკზე, რომელსაც ლიზინგით მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ „ტვიზი კარგო“ აღჭურვილია ოთხწერტილოვანი ღვედებით და უსაფრთხოების აირბალიშით. ამასთან, ავტომობილზე ისეთივე საგარანტიო პირობები ვრცელდება, როგორიც ჩვეულებრივ ვერსიებზე. უფრო კონკრეტულად, ესაა ორწლიანი, გარბენზე შეუზღუდავი გარანტია ავტომობილზე და სამწლიანი - ძალურ დანადგარზე.

გაგრძელება იქნება...

No comments:

Post a Comment