Monday, June 24, 2013

„ფორდ ფიესტა R5“ რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის

Ford Fiesta R5 Rally Car by M-Sport Revealed
24 ივნისი
მართალია, რალის მსოფლიო ჩემპიონატში „ფორდი“ ოფიციალურად აღარ მონაწილეობს, მაგრამ მისი სპეციალურად მომზადებული „ფიესტა“ ძალიან კონკურენტუნარიანია და გუნდებში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. თუმცა, ამ კონკურენტულობის შესანარჩუნებლად, მუდმივ სრულყოფას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ამერიკული კომპანიის პარტნიორმა გუნდმა „M-სპორტმა“, სარბოლი „ფიესტას“ ახალი მოდიფიკაცია შეიმუშავა და ის პირველად ინტერნეტით გაგვაცნო.

ახალი „ფიესტა R5“ რუხ და წითელ ფერებშია გამოწყობილი. ის 1.6-ლიტრიანი ეკობუსტის სერიის ძრავით აღჭურვილი „ფიესტა ST-ს“ ბაზაზეა შექმნილი. თუმცა „M-სპორტი“ ირწმუნება, რომ ავტომობილის დაახლოებით 90 პროცენტი სუფთა ფურცლიდან შემუშავდა და შეიქმნა. რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ავტომობილის დებიუტი ფინეთის ათასი ტბის რალიზე (აგვისტოში) იგეგმება. მანამდე კი ის მოთელვას გეკო იპრეს რალიზე (27-29 ივნისს) გაივლის. საჭესთან „M-სპორტის“ ბელგიელი ლიდერი ტიერი ნოივილი იჯდება.
„ამ მანქანის შემუშავებას დიდი დრო მოვანდომეთ და ახლა სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ის მანქანაა, რომელიც ჩაფიქრებული გვქონდა. ჩვენმა ინჟინრებმა ბევრი იშრომეს, რათა ბრძოლისუნარიანი მანქანა შეექმნათ. ახლა ტესტების ჯერია და იმედია, ჩვენი გარჯა შესაბამის შედეგებს მოგვიტანს“, - ამბობს „Mს-სპორტი“ მმართველი დირექტორი მალკოლმ უილსონი, ვინც თვლის, რომ ამ ავტომობილს, რალის ევროპულ ჩემპიონატზე, მალე ბევრი მუშტარი გამოუჩნდება.

No comments:

Post a Comment