Monday, May 13, 2013

„პირელი“ საბურავების შემადგენლობას შეცვლის


Pirelli set to make changes to compounds
13 მაისი
„პირელიმ“ აღიარა, რომ ბარსელონას რბოლისას, ოთხი პიტსტოპის შესრულება მეტისმეტია და ამიტომ, საბურავების შემადგენლობას შეცვლის. ოღონდ, ახალ საბურავების შემუშავება და წარმოების დაწყება, ბრიტანულ ეტაპამდე ვერ მოესწრება.

ესპანეთის დიდი პრიზი „ფერარის“ ფერნანდო ალონსომ მოიგო, რომელმაც რბოლის დროს, ოთხი პიტსტოპი შეასრულა. მის მსგავსად, რეზინი ოთხჯერ მისმა თანაგუნდელმა ფელიპე მასამაც შეცვალა, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ორივე „ფერარის“ უპირატესობა მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც მათ მეორედ შეასრულეს პიტსტოპი. „ფერარის“ პილოტების გარდა, ოთხი გაჩერება სხვა გუნდებმაც დაგეგმეს.
ნარბოლევს „პირელის“ ფორმულა ერთის პროგრამის შეფმა პოლ ჰემბრიმ აღიარა, რომ ეს იმაზე მეტია, რასაც მისი კომპანია გეგმავდა, როდესაც სწრაფად დეგრადირებადი საბურავების შექმნა გადაწყვიტა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ „პირელი“ ამ პრობლემის გამოსწორებას ბრიტანულ ეტაპამდე ეცდება.
„ჩვენი მიზანია, რომ რბოლებისას მანქანა ორ-სამ პიტსტოპს ასრულებდეს. ოთხი მეტისმეტია. ასეთი რამ მანამდე ერთადერთხელ, თურქეთში, ჩვენი პირველი სეზონის მსვლელობისას მოხდა. ახლა ცვლილებებს ვგეგმავთ და იმედია, სილვერსტოუნისთვის მოვასწრებთ“, - იესპიენთან საუბრისას ამბობს ჰემბრი და დასძენს, რომ ურჩევნია, პრობლემა უფრო ადრეც მოაგვაროს, მაგრამ თვლის, რომ მთავარი მაინც ხარისხის და მასთან ერთად, უსაფრთხოების შენარჩუნებაა.

No comments:

Post a Comment