Monday, May 13, 2013

„ფოლკსვაგენმა“ იაპონიაში 91 000 ავტომობილი სარემონტოდ გაიხმო


Volkswagen says recalls 91,000 cars in Japan
13 მაისი
„ფოლკსვაგენის“ აზიურ ბიზნესს სერიოზულ ზიანს აყენებს რობოტიზებული DSG-ტრანსმისია, რომლის გამოც, გერმანულმა კომპანიამ ჯერ ჩინეთში გაიხმო 384 000 ავტომობილი. ახლა კი, იგივეს გაკეთება იაპონიაშიც უწევს. ოღონდ, ამ შემთხვევაში სავარაუდო უწესივრობა დაახლოებით 91 000 ავტომობილზე შემოწმდება.

„ფოლკსვაგენის“ წარმომადგენლის განცხადებით, პრობლემის მიზეზი, ცხელი და ნესტიანი ამინდი, ხშირი ხშირი გაჩერებები საცობების დროს, ასევე დაბინძურებული გარემოა, რაც იაპონიის და რეგიონის სხვა ქვეყნების ურბანული ადგილებისთვისაა დამახასიათებელი. პრობლემის წარმოშობისას, დაზიანებული ტრანსმისია ავტომობილის მოულოდნელ შენელებას და აჩქარებას იწვევს.
უფრო ადრე, იმავე ტრანსმისიას, რომელსაც გერმანული ჯგუფის სხვა კომპანიებიც (სეატი, შკოდა, აუდი) იყენებენ, ევროპელი მყიდველებიც უჩიოდნენ. ოღონდ, ამ შემთხვევაში, პრობლემა ნაკლებად სახიფათო იყო - მომხმარებელი აღნიშნავდა, რომ დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, დაბალი საფეხურების შეცვლისას, ტრანსმისია უჩვეულო ხმებს გამოსცემდა.
ცნობისათვის, „ფოლკსვაგენი“, „ჯენერალ მოტორსთან“ ერთად, ჩინური და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ბაზრების მოწინავე მოთამაშეა. გერმანულმა კომპანიამ შარშან ცისქვეშეთში 2.81 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებში კი - 3.17 მილიონი.

No comments:

Post a Comment