Friday, May 3, 2013

„ალფა რომეო“ უგზოობის ავტომობილს გამოუშვებს

Alfa Romeo Confirms SUV by 2016
3 მაისი
„ალფა რომეომ“ გამოაცხადა, რომ 2015 წლის ბოლოს უგზოობის ავტომობილს გაგვაცნობს, რომელსაც ბაზარზე მომდევნო წელს გამოუშვებს. ეს ინფორმაცია, იტალიური კომპანიის ბრიტანული შტოს შეფმა დემიენ დალიმ, „ტელეგრაფის“ მიერ მოწყობილ „ფესტივალ მოტორინგზე“ გაავრცელა. მანვე დასძინა, რომ „კრაისლერის“ მფლობელობამ, „ფიატისთვის“ უგზოობის ავტომობილის წაროებისთვის საჭირო ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახადა.

დალის ახალ ავტომობილზე დეტალურად არ უსაუბრია. თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება ვარაუდი, რომ ეს ავტომობილი „ჯიპის“ უახლეს „ჩეროკიზე“ იქნება ბაზირებული. თავის მხრივ, ახალი „ჩეროკი“ პლატფორმას „დოჯ დარტისგან“ და „ალფა რომეო ჯულიეტასგან“ იზიარებს. ამგვარად, ახალი ავტომობილი, რეალურად „ალფასავე“ წარმოების კომპაქტური სედანის პლატფორმაზე იქნება ბაზირებული.
სპეციალისტთა შეფასებით, მილანურ კომპანიას კრიზისიდან თავის დასაღწევად, პირველ რიგში, უგზოობის ავტომობილის წარმოების დაწყება მართებს, რომელიც მას მოგებას მაღალი მარჟით მოუტანს. ამასთან, „ალფა რომეო“ მალე ამერიკულ ბაზარზე დაბრუნდება და იქ ყველაზე მეტად სწორედ უგზოობის ავტომობილებს აფასებენ.
სავარაუდოდ, ავტომობილი წინა და სრულამძრავიანი ვერსიების სახით გამოვა. რა ძრავებით და ტრანსმისიებით აღიჭურვება, ან როგორი იქნება მისი დიზაინი, ამაზე ჯერ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.
ავტომობილი, რომელიც ამ ფოტოზეა გამოსახული, არის „ალფა რომეოს“ კონცეპტუალური ქროსოვერი „კამალი“, რომელიც მილანურმა კომპანიამ ჟენევის 2003 წლის მოტორ შოუზე წარადგინა.

No comments:

Post a Comment