Friday, May 3, 2013

ვალენტინო როსი ნასქარ-ის სარბოლ „ტოიოტას“ გაეცნო (ვიდეო)

Watch Valentino Rossi Test a Toyota NASCAR Racer at the Charlotte Motor Speedway
3 მაისი
ვალენტინო როსის მოტოგრანპრის მსოფლიო ჩემპიონის შვიდი ტიტული აქვს მოპოვებული და მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ მოტოსპორტის ლეგენდა. ერთ დროს, ფორმულა ერთში მის გადასვლაზე იყო ლაპარაკი, შემდეგ კი - რალის მსოფლიო ჩემპიონატზე. მაგრამ ორი ბორბალი ოთხზე მაშინაც არ გაცვალა, როცა კარიერაში კრიზისის პერიოდი ჰქონდა.
და აი, ახლახანს ის ოკეანის გაღმა, ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია „მონსტერ ენერჯის“ მიწვევით, ილ დოტორემ ნასქარ-ის სარბოლ ავტომობილსაც გაუსინჯა კბილი. სარეკლამო გარბენი შარლოტის ოვალზე მოეწყო. როსის კაილ ბუშის გუნდის სარბოლი „ტოიოტა ქემრის“ საჭე ჩააბარეს. ჯერ მანქანა თავად კაილ ბუშმა მართა, შემდეგ როსის მოკლე გასაუბრება მოუწყო, რის შემდეგაც, იტალიელმა მრბოლმა 650-ცხენისძალიანი V8 ძრავით აღჭურვილი „ტოიოტა ქემრი“, ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ტრეკზე გამოიყვანა.
მცირე მოთელვის და ტრასასთან შეგუების შემდეგ, როსიმ სიჩქარე მნიშვნელოვნად გაზარდა. მალე საშუალო სიჩქარე 298 კმ/სთ-მდე გაიზარდა, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ნეიშნუაიდის (ნასქარ-ის სერიის მეორე ლიგა) რბოლაში, პელოტონის შუაში ნაწილში იყოს. ტესტების შემდგომ, როსის კმაყოფილება ეტყობოდა:

„ძალიან მომეწონა ის შეგრძნებები, რომლებიც ამ ტრასაზე მივიღე. ჩემს ბევრ ევროპელ და იტალიელ მეგობარს მოსწონს ნასქარ-ის რბოლები. აშკარაა, რომ ევროპული რბოლებისგან, ოვალზე რბოლები ძირეულად განსხვავებულია. დაახლოებით ასეთ რამეს ველოდი - მაღალ სიჩქარეს და განსაკუთრებულ შეგრძნებას მოსახვევში. დახრილ მოსახვევში დიდი ჩაჭიდება იგრძნობა. თითქოს, ტრეკზე მიკრული ხარ. შესანიშნავი იყო. ძალიან მომეწონა. ყოველთვის მსიამოვნებს სარბოლი ავტომობილის მართვა და ასე იყო ნასქარ-ის მანქანის შემთხვევაში“, - ყვება როსი.
იტალიელის სიჩქარით გაოცებული დარჩა ბუში. „მან ცოტა ნელა დაიწყო და ყოველ წრეზე ზრდიდა სიჩქარეს. ბოლოს კი სარბოლ რეჟიმში რამდენიმე წრე გაიარა. ამ დროებით, ის ნეიშნუაიდის სერიის პრაქტიკაზე, მოწინავე 15-ეულში შევა. ეს კი ძალიან კარგი შედეგია პილოტისთვის, ვინც ასეთ ტრეკზე და ასეთი მანქანით პირველად ივარჯიშა“, - ამბობს ბუში.
გუნდის მფლობელმა ჯოი გიბსმა როსის ხუმრობით კონტრაქტი შესთავაზა...

ვიდეო

No comments:

Post a Comment