Tuesday, April 16, 2013

„ედმუნდსს“ „ლამბორგინი ვენენო“ არ მოეწონა

Lamborghini Veneno Named World’s Ugliest Car

16 აპრილი
საავტომობილო ბაზრის ავტორიტეტული ანალიტიკური კომპანია „ედმუნდსი“, ყველა დროის ყველაზე უშნო ავტომობილების სიას აქვეყნებს, რომლის ასეულსაც სათავეში „ლამბორგინის“ უახლესი ექსკლუზიური ავტომობილი „ვენენო“ ჩაუდგა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე შედგა და „ედმუნდსის“ ანალიტიკოსმა ჯონ პირლი ჰაფმანმა მას იქვე მსოფლიოს უმახინჯესი ავტომობილი უწოდა.
„ყოველი ცუდი იდეა, რომელიც კი ოდესმე „ლამბორგინის“ დიზაინერებს მოსვლიათ აზრად, ერთ, ძალიან ძვირადღირებულ საჩვენებელ ავტომობილში განხორციელდა. ფაშიზმის შემდეგ, ეს ყველაზე ცუდი რამაა, რომელიც კი იტალიელებს შეუქმნიათ. კიდევ კარგი, მხოლოდ სამ ცალს დაამზადებენ და ესეც ძალიან ბევრია“, - ასეთია „ვენენოს“ ჰაფმანისეული შეფასება.
შეგახსენებთ, რომ „ლამბორგინი ვენენო“ მხოლოდ სამი ცალი დამზადდება და სამივე უკვე გაყიდულია. თითოეულის ფასი 3 მილიონი ევროა. ავტომობილი „ავენტადორის“ ბაზაზეა შექმნილი და 750-ცხენისძალიანი ძრავიც მისი აქვს. შეიძლება დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო ჰაფმანს, რომ „ვენენო“ უსახურია. მაგრამ ერთი რამ უდაოა - ტექნიკური, საინჟინრო და აეროდინამიკის თვალსაზრისით, ის ნამდვილი შედევრია.
რაც შეეხება სიის „მოწინავე“ ათეულში შესულ სხვა ავტომობილებს, ესენია: 1977 წლის „ლინკოლნ ვერსალი“, 2010 წლის „აკურა ZDX“, 1985 წლის „კადილაკ დევილი“, 2001 წლის „პონტიაკ აცტეკი“, 1988 წლის „ფიატ მულტიპლა“, 1974 წლის „დაცუნ F10“, 1958 წლის „ფორდ ედსელი“, 1976 წლის „ბრისტოლ ბლენჰაიმი“ და 2002 წლის „ბეემვე მე-7 სერია“.

No comments:

Post a Comment