Thursday, March 7, 2013

„ფორდ ტურნეო“ მთელი ოჯახით ჟენევაში

Ford Debuts Tourneo Courier, Custom and Connect Vans in Geneva
7 მარტი

თუ მანქანა ადამიანების გადასაყვანად გინდათ, მაშინ ეს ავტომობილი აუცილებლად მოგეწონებათ. „ფორდმა“ ჟენევაში მინივენ „ტურნეოს“ მთელი ოჯახი წარადგინა, რომელიც სამი წევრისგან შედგება. ესენი არიან „კურიერი“, „კასტომი“ და „კონექტი“. მთავარი განსხვავება ამ სამ ავტომობილს შორის, მათს სალონში არსებული სავარძლების რიცხვია, რომელიც ხუთიდან ცხრამდე მერყეობს.

ამ სამიდან ყველაზე პატარაა ხუთადგილიანი „ტურნეო კურიერი“. ის იმავე პლატფოემაზეა ბაზირებული, რომელსაც ცისფერი ოვალი „ფიესტასთვის“ და „B-მაქსისთვის“ იყენებს. მისი სიგრძე 4.16 მეტრია, რაც პარკირებისას მას მოსახერხებელს ხდის. ამასთან, პატარა გაბარიტების მიუხედავად, მის სალონში საკმარისი ადგილია იმისათვის, რომ მგზავრებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.
ამასთან, ავტომობილი სამეულიდან ყველაზე მანევრული და სხარტიცაა. მას მამოძრავებელ ძალას ბენზინის და დიზელის ძრავები ანიჭებს. ევროპულ ბაზარზე უფრო პოპულარული დიზელის ძრავებით აღჭურვილი „კურიერები“ იქნება. ეს ძრავებია 1.5 და 1.6-ლიტრიანი და ისინი 75 და 95 ცხენის ძალას ავითარებენ. ამ აგრეგატებს შესანიშნავი ალტერნატივა აქვთ სერია ეკობუსტის 1.0-ლიტრიანი ძრავის სახით, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 100 ცხენის ძალაა. ძრავებს 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი უწყვილდება.


მეორეა „ტურნეო კონექტი“, რომელშიც, მყიდველის სურვილის შემთხვევაში, შვიდ სავარძელი თავსდება. ასეთ ვერსიას სახელში „გრანდ“ დაემატება. ამ ავტომობილს „კურიერზე“ 400 მილიმეტრით გრძელი ბაზაც აქვს და თან, „ფოკუსის“ პლატფორმაზეა ბაზირებული. ამ შემთხვევაში „ფორდი“ 1.6-ლიტრიანი დიზელის უფრო მძლავრ, 115-ცხენისძალიან ვერსიას იყენებს. რაც შეეხება ბენზინის აგრეგატს, ეს ისევ სერია ეკობუსტია, ოღონდ 1.6-ლიტრიანი, რომლის სიმძლავრეც 150 ცხენის ძალაა. ამ ძრავს, მყიდველის სურვილის შემთხვევაში, 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება.
„ტრურნეოს“ სამეულიდან ყველაზე დიდი „კასტომია“, რომლის სალონშიც რვა, ან ცხრა სავარძელი თავსდება. მას მყიდველს ბორბლებს შორის ორი განსხვავებული ბაზით შესთავაზებენ. მათი სიგრძე 2933 და 3300 მილიმეტრია. შესაბამისად, ავტომობილის სიგრძე 4970 და 5340 მილიმეტრია. მყიდველს ამ ვარიანტს მხოლოდ ერთი ძრავით შესთავაზებენ. ესაა სერია დურატორქის (დიზელი) 2.2-ლიტრიანი TDCi, რომელიც ფორსირების სამი ხარისხით მზადდება. ამ ვერსიების სიმძლავრე 100, 125 და 155 ცხენის ძალაა. სამივე ძრავთან ტანდემში 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი მუშაობს. ამასთან, ძრავთან უნიფიცირებულია ავტომტური სისტემა სტოპ-სტარტი. „კასტომის“ ყველაზე ეკონომიურ ვერსიას, ასი კილომეტრის გასავლელად 6.5 ლიტრი საწვავი (დიზელის) ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 172 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
სამივე „ტრურნეოს“ ეკიპირებაში შედის უსაფრთხოების სისტემების ფართო სპექტრი, ტოპ ვერსიებზე კი ზოლში მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა და საგანგებო სიტუაციაში დამხმარე სისტემა (SYNC), ასევე უკანა ხედვის კამერა, სიჩქარის შემზღუდველი და მძღოლის გამაფრთხილებელი ელექტრო სისტემები შედის.

No comments:

Post a Comment