Wednesday, March 13, 2013

„რედ ბულმა“ შეიძლება „რენოს“ ძრავები სხვა ბრენდით მიიღოს

Red Bull could re-brand Renault engines
13 მარტი

ფრანგული საავტომობილო კომპანია „რენო“ უკმაყოფილოა იმით, რომ ბოლო წლებში, ფორმულა ერთში მოპოვებული ტიტულების მიუხედავად, ის არ აღიქმება, როგორც დაუმარცხებელი „რედ ბულის“ მთავარი პარტნიორი. რომბების ბრენდის სახე ალენ პროსტი კი ამბობს, რომ ავსტრიულ გუნდთან პარტნიორობის მთავარი მიზანი, მის მიღწევებში სწორედ „რენოს“ როლის წინ წამოწევაა.
„რამდენმა ადამიანმა გაიგო, რომ ბოლო სამი სეზონი „რენომ“ მოიგო? ჩვენ საკუთარი სახელი უკეთ უნდა გავყიდოთ. ხალხმა უნდა იცოდეს, რას ვაკეთებთ და რატომ ვაკეთებთ“, - ამბობს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ვინც ფ1-ში თავისი კარიერის დასაწყისში, სწორედ „რენოსთან“ იყო დაკავშირებული და მეოთხე ტიტული ფრანგული კომპანიის ძრავით მოიგო.
სხვათა შორის, „რედ ბულის“ შეფმა დიტრიხ მტეშიცმა აღიარა, რომ შესაძლოა, „რენომ“ მის გუნდს მომავალში ძრავები სხვა ბრენდით მიაწოდოს. ეს ალბათ „ინფინიტი“ იქნება, რომლის ლოგოები უკვე ორი სეზონია, „რედ ბულის“ ბოლიდებზე, ყველაზე თვალსაჩინო ადგიილებს იკავებს. შეგახსენებთ, რომ „ინფინიტი“ ფრანგული კომპანიის თანაალიანსელი „ნისანის“ ლუქს ბრენდია.
„დიახ, ოდესმე ალბათ ჩვენ „რედ ბულ ინფინიტი“ გავხდებით“, - გაზეთ „ზალცბურგერ ნახრიხტენთან“ საუბრისას განაცხადა ავსტრიელმა მილიარდერმა.

No comments:

Post a Comment